SOS!


childrenპირველ რიგში, იმით უნდა დავიწყო, რაც გუშინ დამემართა…

“ფეისბუქზე” ერთი ახალშობილის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მამაც იუწყებოდა, რომ მის შვილს დახმარება სჭირდება და ამავეს ითხოვდა. ინფორმაცია ბლოგზე განვათავსე და გაზიარების თხოვნით მეგობრებსაც გადავუგზავნე.

ინტერნეტ ბანკინგი თანხის გადასარიცხად ჯერ გამოყენებული არ მქონდა, რომ გამოსვლა მომიხდა. ჯერ ერთმა მეგობარმა, აი, ეს ტექსტი მომწერა: 

“სამწუხაროდ, ამ ბავშვის მამა მთელ გადარიცხულ ფულს ტოტალიზატორში ანიავებს. უკვე 3-4 წელი იქნება. ანუ რეალურად ეს ბავშვი ასეთი ჩვილი აღარაა. რა მკურნალობა ჩაუტარდა და რა არა ამ ხნის მანძილზე, ვერაფრით დავადგინეთ, ანუ მისთვის გადარიცხული თანხებიდან რეალურად რა მოხმარდა მართლაც ბავშვს. თუ ვინმეს მართლა დახმარება გინდათ, უნდა მიყვეთ ექიმთან ან აფთიაქში და იქ გადაიხადოთ სამედიცინო მომსახურების ღირებულება (რაზეც მამამისი კატეგორიულ უარს აცხადებს ხოლმე). სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია.”
მერე მეორემ ანალოგიური შინაარსის ტექსტი მოაყოლა…
იქვე მესამემაც…
ძალიან მეწყინა და გულიც მეტკინა, რატომ, ამას უსიტყვოდ მიხვდებით.
გადაუმოწმებელი ინფორმაცია არასდროს განმითავსებია, არც აქ და არც – სხვაგან, ეს კი ის შემთხვევა იყო, როდესაც თავად ბავშვის მშობელს პირადად ვესაუბრე, მაგრამ რას ვიზამ, მე არც ინტერპოლი ვარ, არც – ვანგას გარე ბიძაშვილის ნათლული…
სამაგიეროდ, დღეს მაქვს იმის საშუალება, თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩემი თხოვნა გულთან ასე ახლოს მიიტანეთ, პოსტი გაიზიარეთ, მადლობაც გითხრათ და პატიებაც გთხოვოთ.
დღეს კიდევ ერთი შესაძლებლობა მომეცა.
 საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:
“დღეს რამდენიმე ემიგრანტის თხოვნით, ჩემი თანამშრომელი გავაგზავნე, რომ დაწვრილებითი ინფორმაცია მომეპოვებინა ამ ადამიანების მდგომარეობის შესახებ, ამასთან ერთად, რა ნივთები სჭირდებოდათ მათ.

გამოვაქვეყნებ ამ ნივთებს და ერთად ვიზრუნოთ მათთვის პრობლემების მოსაგვარებლად:

1. 2 სართულიანი საწოლი ბავშვებისთვის;

2. ,,ბლენდერი” ბავშვებისათვის;

3. ქვაბები;

4. უთო;

5. მაგიდა და სკამები;

6. ლოგინები (სძინავთ იატაკზე)

7. ბალიშები;

8. გაზის ბალონი და გაზქურა;

9. ფეხსაცმელები ბავშვებისთვის;

10. ,,ტაფა”, თეფშები, დანა-ჩანგალი;

11. სარეცხი საშუალებები (არ აქვთ სარეცხი მანქანა);

12. მაცივარი;

13. ,,პამპერსი” 4 ზომა;

14. ბავშვების სკავები;

15. ელექტრო ჩაიდანი;

16. თერმოსი;

17. პურის საცხობი ღუმელი;

18. წნევის აპარატი;

19. თერმომეტრი ბავშვის;

20. შაქრის საზომი აპარატი;

21. თმის ფენი;

22. მიქსერი;

23. ტელევიზორი;

24. შეშის ღუმელი;

25. მეორადი მობილური ტელეფონი (სასწრაფოსაც კი ვერ იძახებენ);

26. 400-500 ლარი მედიკამენტებისთვის;

27. სასკოლო ინვენტარი, ჩანთები, წიგნები;

ოჯახს დახმარებას უწევს მამა იოანე – ყოველთვიურად 150-200 ლარის ოდენობით, სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. აქვთ 8000 ლარი ვალი და ემუქრებათ გამოსახლება.”   აქვე, საკონტაქტო ინფორმაციასაც მოგაწვდით: 

irakli.glonti2013@gmail.com
+(995) 591 51 99 51
+(995 )593 41 11 41 

ახლა, როგორც ვიცით ხოლმე, ისე ერთობლივად მინდა, ამ ოჯახის დახმარება ვცადოთ.

მთავარია, რომ საქმე რეალურ პრობლემასთან გვაქვს და ჩვენც ცოცხალი ადამიანები ვართ. ბოლოსდაბოლოს, იმ ბავშვის მსგავსად, რომლის მამამაც ასეთი რამ იკადრა, სხვა ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, სითბოსა და მზრუნველობის გარეშე არ უნდა დარჩნენ. მათ რომ არ შეუძლიათ, ამიტომ ვარსებობთ ჩვენ!

ვინ მომყვება? ❤

Advertisements

4 thoughts on “SOS!

Add yours

    1. ირინა, “პალიტრის” ლინკში რაცაა, იმაზე მეტი ამ ეტაპზე მეც არ ვიცი, თუმცა ასაკი დაახლოებით შეიძლება, განისაზღვროს 🙂

      ნებისმიერ შემთხვევაში, გულისხმიერებისთვის დიდ მადლობას გიხდით ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: