Zumba Open Air-ის “ნათლობა” თბილისში ;)


IMG_9337 (533x800)Zumba forever!

And ever!

And ever!

აი, ასე! 🙂

მოკლედ, Zumba Open Air-დან მოვედი და ემოციისგან ისეთი დატვირთული ვარ, სად წავიღო, არ ვიცი.

ჰოდა, თქვენ გეტყვით. 😉

ე.ი. როგორც ბოლო პოსტში უკვე გითხარით, დღეს რიყის პარკში La Belle Zumba Open Air-ს გეგმავდა და წავედი.

საზოგადოება იკრიბებოდა, მეც კადრების ასახვით ვიყავი დაკავებული და ანაზდად ჯერ ერთი მაყრიონი ჩამოგვადგა სცენაზე, ნეფე-პატარძალი კარგადაც გაერთო და ამასობაში ამფითეატრიც გაივსო. ახალდაქორწინებულ წყვილს კი La Belle-სგან საკმაოდ სოლიდური საჩუქარიც ერგო. 😉

ბოლო პოსტში, ყველაფერთან ერთად, ისიც გითხარით, რომ კონკურსი იგეგმებოდა. ჰოდა, ისე შემაგდეს სცენაზე, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი და დიდი ამბით ბლოგისთვის კადრების მოსაპოვებლად და გასართობად მისული კონკურსანტებში აღმოვჩნდი.

როგორც ჩანს, ქართულ ცეკვაში ჩემმა 16 წლიანმა გამოცდილებამ თავისი გაიტანა, სიგარეტით გაჭვარტლულ ფილტვებს დასძლია და ამ გართობა-გართობაში თვალსა და ხელს შუა პირველ ადგილზეც გავედი. ^_^

საინტერესო ისაა, რომ არათუ არ დავღლილვარ, ისეთ ენერგიაზე მოვედი, იქიდან მოყოლებული, სად წავიღო, არ ვიცი – ისევ მეცეკვება. ^_^

სამწუხაროდ, კონკურსის კადრები (რადგანაც მე სცენაზე ვიდექი) ამ ეტაპზე არ მაქვს, მაგრამ როგორც კი მივიღებ, აუცილებლად გაჩვენებთ. 😉

მოკლედ, გადაწყვეტილი ხომ იყო და ახლა კი არ მივდივარ, გავფრინდები!

ჰო, კიდევ ერთი ნეფე-პატარძალი გვესტუმრა, ამჯერად დასასრულისას და La Belle-ს ხელცარიელები არც ისინი დაუტოვებია. მგონია, კარგი ამბავია ჩვენს თავს, რა ვიცი? 🙂

ბოლოს კი, La Belle-ს არაჩვეულებრივმა წარმომადგენლებმა, ორგანიზატორებმა სცენა ერთად დაიკავეს და საფინალო ცეკვაც ვიხილეთ. მომეწონა… 😉

ახლა ერთი ადამიანის შესახებ განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო:

La Belle-ს Zumba-ს მწვრთნელ-ინსტრუქტორ ქეთი ზაზანაშვილის შესახებ ბოლო პოსტშიც ვწერდი, მაგრამ ახლა სრულიად გაოგნებული დავრჩი. აქამდე მისი ცეკვის მხოლოდ ფრაგმენტები მქონდა ნანახი და ჩემი წარბების კისრამდე გადაქაჩვა თქვენ დღეს უნდა გენახათ! 😀

მე რომ ვინმეს ენერგიის გამიკვირდება, ზოგიერთები არ დამიჯერებენ, მაგრამ, აი, ჩემი რეკორდი მოიხსნა! 😛

ქეთის პლასტიკაზე, ზოგადად შესაძლებლობებზე მე აღარაფერს გეტყვით, თავადაც ნახავთ, მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად ვიტყვი: ეს თვალებშინაპერწკლებიანი გოგო სიცილზე ადრეა დაბადებული!

მაპატიე, დედა, შემიყვარდა ^_^

ამიტომაც ვიწყებ და ჩემს ცხოვრებას აქტიურად დაიპყრობს Zuuumbaaaa!

თქვენ კი, აი, ვიდეო 😉

მოსულებს ისე მოეწონათ, La Belle-ს სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მწვრთნელ გიორგი ბარნაძეს მამბოს გაკვეთილების ჩატარება ადგილზევე, ექსპრომტად მოუხდა ^_^

20130915_183615[1]

აქვე, უზომოდ დიდი მადლობა ჩემგან La Belle Sport-ის PR მენეჯერ ალიონა სინიოვას, რადგან საღამოც ძალიან კარგად ორგანიზებული, პრიზებიც განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო და, რაც მნიშვნელოვანია, სულ დამავიწყდა, რომ ხვალ ორშაბათია და ზუსტად ვიცი, ახლა ჩემი ცხოვრება Zumba-დან Zumba-მდე რეჟიმში გაგრძელდება! 🙂

ეს კი “რუსთავი 2–ზე” გასული სიუჟეტი! 😉

ჰოდა, ასეთი დახუნძლული წამოვედი და ველი Zumba-ს პირველ დანთებას ❤

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: