ქერები Zumba Open Airs-ს ესწრებიან! ;)


DSC_0204 - Copyალიონა სინიოვა – მიოს ბლოგის კიდევ ერთი რჩეული წარმატებული ქერათმიანი, ამჟამად კი სილამაზის ცენტრ La Belle-ს PR მენეჯერი.

მოკლედ, მიოს ბლოგის ამჟამინდელი რჩეული როცა გავიცანი, ჯერ კიდევ ბუნებრივი, მუქი ქერა თმა ჰქონდა, თუმცა, როგორც თვითონ მითხრა, დაუდგა ეტაპი, როცა რაღაცის შეცვლის სურვილი გაუჩნდა და კიდევ უფრო გაქერავდა. ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა, მე ძალიან მომწონს. ^_^

ალიონამ სდასუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სულ ახლახან, 2013 წელში დაამთავრა, თუმცა მისი პიარით დაინტერესება არც ისე ახლო წარსულში მოხდა.

გასაკვირი არაა, ხდება ხოლმე, როცა საკუთარ თავს საყვარელ საქმეში იმაზე გვიან იპოვი, ვიდრე ჯერ კიდევ აბიტურიენტი უნივერსიტეტში ფაკულტეტსა და სპეციალობას ირჩევ.

ალიონა სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში ბათუმის, თბილისის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიის არაერთგზის ჩემპიონია და სულ არ გამკვირვებია, რომ სწორედ იმ ცენტრის PR მენეჯერია, რომელზეც ზემოთ გითხარით.

იცით რატომ? 😉

La Belle ერთადერთი ცენტრია, რომელმაც საქართველოში “ზუმბას” ასეთი ფორმით შემოტანა გადაწყვიტა და დამიჯერეთ, დიდი წარმატებითაც გამოსდის!

ახლა კი, როგორც ალიონამ მითხრა, 15 სექტემბერს, რიყის პარკში Zumba Open Air გაიმართება, სადაც მისულ ადამიანებს პირადად მონაწილეობა და არაჩვეულებრივი პრიზების მოგების საშუალება ექნებათ!

ცნობისთვის, ცენტრი La Belle Medical-სა და La Belle Sport-ს აერთიანებს. სწორედ ამ უკანასკნელის პროგრამას წარმოადგენს “ზუმბაც” და ყველა სხვა აქტივობა, რომელზეც მინდა, მოგიყვეთ.

მთავარი, რაც მინდა, იცოდეთ:

„ზუმბას“ რაც შეეხება, იმ წუთიდან, რაც მის შესახებ გავიგე, პირველივე ჯერზე განსაკუთრებული პლუსი იმაში დავუწერე, რომ მოძრაობა, გართობა და სიამოვნება პირდაპირპროპორციული და გარანტირებულია.

თუმცა, ეს წლების წინ იყო და ძალიან გამიხარდა, როცა საქართველოშიც გამოჩნდა და გამოჩნდა ასეთი სახით! მოკლედ, თან ცეკვავ, თან ჯანმრთელობაზე ზრუნავ, წონას აკონტროლებ, თანაც დიდ სიამოვნებას იღებ, როგორია? 😉

მეტი შთაბეჭდილებისა და წარმოდგენისთვის, ერთი რიგითი ვიდეო რგოლი უნდა გაჩვენოთ 😉

“ზუმბა” უკვე ცხოვრების წესი და შინაგანი კულტურაა!

თუმცა, არ ვიცოდი, რომ La Belle-სგან კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი მელოდა!

თქვენ იცით, რა არის Krav Maga?

ოოოო 😉

აი, ნახეთ:

Krav Maga  ისრაელის ჯარისა და სპეცრაზმის თავდაცვის სისტემაა, რომელშიც ბოქსის, კარატესა და ჯიუ-ჯიტსუს ტექნიკა, აგრეთვე, კიკბოქსინგი და ტაილანდური ბოქსია გაერთიანებული. ესაა სრულყოფილი სისტემა ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლი იარაღის წინააღმდეგ. და როცა Krav Maga-ს გზას შეუდგებით, ყველაზე მნიშვნელოვანს – ნებისმიერ სიტუაციაში გადარჩენის უნარს – შეიძენთ!

Krav Maga-ს ისეთი სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტები სწავლობენ, როგორებიც პოლონეთისა და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ბრაზილიის ყველა სპეცდანაყოფი, კუანტიკოში ცრუ-ს აკადემია, აშშ-ის მარშალთა სამსახური, საფრანგეთის ჟანდარმერიის სპეცნაზი, ბელგიური ჯარი და სხვები არიან. ჩემთვის ძალიან საინტერესო ისაა, რომ საქართველოში სწავლებას ისრაელიდან მოწვეული  სპეციალისტი ორენ მოსკოვიჩი ატარებს, რომელსაც მწვრთნელების გადამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ისრაელისა და იაპონიის კარატეს ფედერაციის სერტიფიცირებული წევრია. (JKF)

უბრალოდ ნახეთ!

ეს კი მასტერკლასი, რომელიც 30 ივლისს თბილისში გრანდ მასტერმა დრორ შალომმა (ისრაელი) პირადად ჩაატარა
გგონიათ, La Belle-ს სიურპრიზები ამით დამთავრდა?

სულაც არა! 😉

ამ არაჩვეულებრივ ცენტრს ქართული ხალხური, სამეჯლისო სპორტული ცეკვებისა და იოგას გამოც უნდა მიაკითხოთ! 😉

ბოლო დროს იოგას შესახებ ჩვენთან ხშირად ისმის, თუმცა, რასაც ვუყურებ, ადამიანების ნაწილს მასზე საკმაოდ ზერელე წარმოდგენა აქვს. ამიტომაც, ასე ვთქვათ, გადავიმეოროთ: 😉qe

იოგა ჯანმრთელობის, ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნიკალური საშუალებაა და ადამიანს შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიის მიღწევაში ეხმარება. ერთი შეხედვით, მარტივი მოძრაობები აქვს, თუმცა სწორედ შესრულებულ ვარჯიშებს შეუძლიათ, ჰიპერტონია, უძილობა, ასთმა, ჭარბი წონა განკურნონ. იგი აუმჯობესებს მეხსიერებას , ხსნის დაღლილობას, კვებავს სახსრებს, ძვლებს, კუნთოვან ქსოვილებს, ადამიანს ძალას, მოქნილობას ჰმატებს. ყველაფერთან ერთად, ნივთიერებათა ცვლის პროცესიც უმჯობესდება, ადამიანი უფრო ენერგიული ხდება და თავს კარგად გრძნობს.

მოკლედ, მე გადავწყვიტე, ყველაფერი ვცადო! 🙂

ახლა პილატესით ვიწყებ, მერე “ზუმბაზე” გადავალ და ძალიან მიხარია, რადგან La Belle-ში ამ მიმართულებას პროფესიონალი ქეთი ზაზანაშვილი უძღვება.

ცნობისთვის, ქეთი ჩვენთან საუკეთესოა, რასაც მისი როგორც ადრინდელი, ისე ბოლო დროის მიღწევები და საკვალიფიკაციო სერთიფიკატებიც მოწმობს.

მოკლედ, 15 სექტემბერს, ზუსტად 17:00სთ-ზე რიყის პარკში Zumba Open Air-ზე ვხვდებით!

ააბა, ვინ მოდის? 😉

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

One thought on “ქერები Zumba Open Airs-ს ესწრებიან! ;)

Add yours

  1. ყველას გელოდებით, მეგობრებო! დასწრება თავისუფალია! ❤ ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: