ნინიკემოს ორიგამი – ეს უნდა ნახოთ!


907330_687685417909298_129373413_nერთ ძალიან საინტერესო და ნიჭიერ ადამიანზე უნდა მოგიყვეთ, რომელმაც თავისი შესაძლებლობებით ძალიან მომხიბლა.;)

ნინიკემო, იგივე ნინი ჯოხაძე საქართველოში ერთადერთია, ვინც ორიგამის ხელოვნებას მიჰყვება და საკუთარ დროს ოჯახთან ერთად მთლიანად ამ საქმიანობას ახმარს.

ცნობისთვის:

ორიგამი ქაღალდისგან ფიგურების ან სხვა საგნების შექმნის ტრადიციული იაპონური ხელოვნებაა.

მისი მიზანია, შეიქმნას წარმოდგენა საგნის გეომეტრიული ნაკეცების, წებოსა და ქაღალდის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ერთი ფურცლის გამოყენებით. ორიგამიში ცოტა ნაკეცი გამოიყენება, მაგრამ მათი გაერთიანება ბევრი გზით შეიძლება, რათა მიიღო ქაღალდის ისეთი არაჩვეულებრივი დიზაინი, რომელსაც ნინიკემო ქმნის. მისი ყველაზე ცნობილი ფორმა იაპონური “რუხი წეროს” ფორმაა.

წესის თანახმად, ორიგამის დიზანის შექმნა ოთხკუთხედი ფურცლით იწყება, რომლის გვერდები შეიძლება, სხვადასხვა ფერის ან მოყვანილობის იყოს. ორიგამის ხელოვნება პოპულარული 1603-1867 წლებიდან გახდა, თუმცა მაშინ ფურცელს ჭრიდნენ.df ორიგამი პირდაპირ დაკავშირებულია ქაღალდის გამოგონებასთან. როგორც ცნობილია, ქაღალდი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩინეთის იმპერიაში გამოიგონეს. ჩვენი წელთაღრიცხვით VI – VII საუკუნებამდე კი ქაღალდის დამზადება მკაცრად იყო გასაიდუმლებული. მაგრამ მე -VII საუკუნეში მოგზაურმა, ბუდისტმა, მონარქმა დან-ხომ იაპონიამდე მიაღწია და იქ ორიგამის საიდუმლოც გაამხილა. ის ქაღალდის ტექნოლოგიას შესანიშნავად ფლობდა. ეს 610 წელს მოხდა. 100 წლის შემდეგ კი იაპონელებმა ქაღალდის წარმოება იმდენად დახვეწეს,რომ ჩინელებსაც აჯობეს. ორიგამი დღევანდელი ფორმით სათავეს იაპონიაში მე-8 საუკუნიდან იღებს. ამ დროს ხელნაკეთი ქაღალდი ძალიან ძვირფასი იყო, ამიტომ მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდნენ. თავიდან მას რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ქაღალდის კოლოფებში ცოტაოდენ თევზს, ბოსტნეულს აწყობდნენ და შინტოისტურ ტაძრებში მიჰქონდათ. XVI – XVII საუკუნეებიდან ორიგამი გასართობ საშუალებად იქცა. მისი კლასიკური მოდელი იაპონური წერო ცურუ ბედნიერების და დღეგრძელობის სიმბოლო გახდა.

ახლა რაც შეეხება ჩემი ინტერესის ობიექტს:

ნინიკემო 26 წლისაა და მისი ორიგამით დაინტერესება მის პატარა ქალიშვილს – ანანოს უკავშირდება, რომლის მოლოდინშიც ჯერ კიდევ პოტენციურმა დედიკომ დიზაინის ამ ფორმის შექმნა დროის მოკვლის მიზნით დაიწყო.

თუმცა პროცესში აღმოაჩინა, რომ ეს ის საქმე იყო, რისი კეთებას მას ძალიან უნდოდა და რა კარგია, რომ ასეა! მხოლოდ შებრძანდით, ნახეთ და თქვენც დამეთანხმებით 😉

https://www.facebook.com/Origami.Georgia

უკვე სამედიცინო და პედაგოგიური განათლების მქონე ნინიკემომ სამხატვრო სკოლაც დაამთავრა და საქმიანობას აქტიურადაც შეუდგა.es საქართველოში რამდენიმე ხელოვანთან ერთად გამოფენაც მოაწყო, პროექტ „დამზადებულია საქართველოშიც“ მიიღო მონაწილეობა, „თიბისი“ ბანკის პროექტ „ჩემს არტში“ ფინალისტიც დამსახურებულად გახდა და საკუთარი შემოქმედებით ადამიანების აღფრთოვანებაც მოახერხა.

ბოლოსდაბოლოს, ჩვენთან ორიგამის ხელოვნებაზე არც ისე ბევრს სმენია, თანაც, ასეთ საოცარ კოლექციას რომ ნახავ, წარმოუდგენელია, გულგრილი დარჩე.

უნდა ითქვას, რომ საქართველოში ორიგამის ფარდის დამზადება პირველად სწორედ ნინიკემომ შეძლო და თავად ხელოვანს ის ფაქტი, რომ იდეა საზოგადოებამ ასე აიტაცა, განსაკუთრებით ახარებს.

“საქართველოს ფოსტის” შეკვეთით დამზადებული ფარდა მერცხლების გამოსახულებით, რომლის ნახვისასაც შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე!

ახლა წინასაახალწლო სამზადისშია და ძალიან ორიგინალური და, რაც მთავარია, არაჩვეულებრივი დიზაინის თოვლის ბაბუებისა და ნაძვის ხეების შექმნითაა დაკავებული. ახალ წლამდე დიდი დროა, თუმცა მუშაობაში დრო საკმარისზე სწრაფად გადის.

ერთ რამეზე წუხს: საქართველოში ისეთი სატელევიზიო გადაცემის არსებობა სურს, სადაც საყვარელ ხელოვნებას სხვებსაც აზიარებს. განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის მისი შესწავლის თემაზე მესაუბრა.

კიდევ ორი დიდი სურვილი აქვს:

1. თუნდაც სულ ცოტა ხნით იაპონიაში წავიდეს და ორიგამის ხელოვნების საფუძვლებს უკეთესად დაეუფლოს, რადგან, ნუ დაგვავიწყდება, ნინიკემო ამ საქმეში თვითნასწავლია.

2. საკუთარ მეუღლესთან, ყველასთვის ცნობილ კარიკატურისტ კემო, იმავე ნიკა კემულარიასთან ერთად სალონი გახსნას, სადაც ორივე მათგანი საკუთარ ნამუშევარს მომხმარებელს ერთად წარუდგენენ.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ, აი, მე, ქართული კომპანიების ადგილას რომ ვიყო, ათასობით ლარის ხარჯვას და ცოცხალი ნაძვის ხეების შეძენას, საახალწლოდ სწორედ ნინიკემოს ორიგამის ნაძვის ხეებსა და თოვლის ბაბუებს შევიძენდი. ბოლოსდაბოლოს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, ლამაზია, ორიგინალური და რაც მთავარია, ჩვენი საახალწლო ინტერიერების გალამაზებისას მოჭრას მეტი ნაძვის ხე გადაურჩებოდა.473232_274451292638594_223279264422464_623318_1508878925_o

ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე არ მითქვამს: ნინიკემო საქორწინო დიზაინზეც მუშაობს, რომელიც, როგორც ფოტოებიდან თავადაც მიხვდებით, არანაკლები წარმატებით გამოსდის. 🙂

მოკლედ, მე ბევრს არ გავაგრძელებ, თავად ნინიკემოს ნამუშევრებს გაჩვენებთ და თავად დატკბით. 😉

ამ ძალიან ნიჭიერ ადამიანს კი ძააალიან დიდ წარმატებას, პირველ ეტაპზე კი სპონსორს (ან სულაც სპონსორებს) ვუსურვებ, რომლებსაც ჭკუა ეყოფათ და ათასობით ლარის გაცვეთილ და ერთფეროვან ნივთს ეროვნულ და ხარისხიან პროდუქციას – ნინიკემოს ბაზარზე უალტერნატივო ორიგამის არჩევენ! 😉

ტრადიციულად და სიყვარულით მიო ❤

54224_379528898797499_313348851_o 741143_571710089506832_829211904_o chiamaia Santa-Origami Red copy gedi1 SAM_3812 burti copy
SAM_0803 555686_480246895319819_289338342_n 644406_596903256987515_719795066_nNinikemo Jokhadze OjO Ninikemo snake PSD 1 copy SAM_3206 bu1 bu2

Advertisements

13 thoughts on “ნინიკემოს ორიგამი – ეს უნდა ნახოთ!

Add yours

  1. pirvel rigshi avtors vetyvi rom ninikemo ar aris ertaderti saqartveloshi da tu ar gaqvs dazustebuli inpormacia nu gamoaqveyneb. ninikemos ki warmatebebs vusurveb. rac upro ganvitardeba saqartveloshi qagaldis xelovneba mit uketesi.

  2. მეორე რიგში, ავტორისგან მოისმენთ, რომ პოსტი კარგად უნდა გადაიკითხოთ, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ინფორმირებულობაზე საუბრობთ 🙂
    თქვენც წარმატებებს გისურვებთ 🙂

  3. ,,ნინიკემო, იგივე ნინი ჯოხაძე საქართველოში ერთადერთია, ვინც ორიგამის ხელოვნებას მიჰყვება” es rogorc ar unda wamekitxa sxva azrs gavitandi?

    1. ძვირფასო სოფო, თუ აქამდე არ გსმენიათ, იქნებ, ინფორმაცია სრულად მოიძიოთ? ნინიკემოს პირადად ინტერვიუებშიც უთქვამს, რომ სხვაც მუშაობს, მოსწავლეებიც ჰყავს.

      დაგდებთ პატივს, ციტატას ჩემივე პოსტიდან სრულად მოგაწვდით:

      “ნინიკემო, იგივე ნინი ჯოხაძე საქართველოში ერთადერთია, ვინც ორიგამის ხელოვნებას მიჰყვება და საკუთარ დროს ოჯახთან ერთად მთლიანად ამ საქმიანობას ახმარს”.

      ვინმე კიდევ გეგულებათ, თავის დროს ოჯახთან ერთად მხოლოდ ორიგამის ხელოვნებას ახმარდეს? 🙂

      მხოლოდ სასიამოვნოა, ჩემს ბლოგს რომ ეცნობით, მაგრამ დაუკვირდით ხოლმე, რას ვწერ 😉

  4. აქ ყურადღება გასამახვილებელია ამ 2 დეტალზე:
    1) “უნდა ითქვას, რომ საქართველოში ორიგამის ფარდის დამზადება პირველად სწორედ ნინიკემომ შეძლო”. – ანუ ვარ ორიგამის ფარდის ავტორი, რაც პირველად მოხდა საქ–ში. 🙂
    2) ‘“ნინიკემო, იგივე ნინი ჯოხაძე საქართველოში ერთადერთია, ვინც ორიგამის ხელოვნებას მიჰყვება და საკუთარ დროს ოჯახთან ერთად მთლიანად ამ საქმიანობას ახმარს”. – ანუ ერთადერთი ადამიანი, ვინც თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ამ ხელოვნებას ვახმარ – ანუ ჩემს ქმარს, კარიკატურისტ კემოსაც მიუძღვის წვლილი რამდენიმე ფიგურის შექმნაში… ანუ ერთობლივ, ოჯახურ შემოქმედებით გარემოში იქმენა ჩემი ნამუშევრები … 🙂

    და ინტერვიუებშიც ყველგან ვამბობ, რომ ამ ხელოვნებით მარტო მე არ ვარ დაინტერესებული..და გამოჩნდნენ სხვა ახალგაზრდებიც, დამწყებები, რაც ძალიან მისასალმებელია ყველასთვის და პირადად ჩემთვის..რათა ეს ხელს შეუწყობს ორიგამის განვითარებას საქართველოში.

  5. მემგონი ცუდად გაიგეთ ჩემი კომენტარი.. პოსტის წაკითვის შემდეგ(კონკრეტულად მაგ ციტატის) ადამიანს რჩება შთაბეჩდილება , რომ ნინიკემოს გარგა არავინ მუშაობს ორიგამზე(მე ასეთი შთაბეჩდილება დამრჩა)რაც არ შეესაბამება სიმართლეს. პირადად მე ვმუშაობ და სხვების ნამუშევრებიც მაქვს ნანახი. ინტრიგანი არ ვარ სიტყვებზე გამოგეკიდოთ,მაგრამ არამგონია ‘“ნინიკემო, იგივე ნინი ჯოხაძე საქართველოში ერთადერთია, ვინც ორიგამის ხელოვნებას მიჰყვება და საკუთარ დროს ოჯახთან ერთად მთლიანად ამ საქმიანობას ახმარს” სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან არ ყვავის ორიგამი საქართველოში და არც ორიგამისტებს ვიცნობთ, ამიტომ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ გავაკეთებ ასეთ ხმამაღალ განცხადებას. ნინიკემო რა გარანტია გაქვს, რომ ერთადერთი ხარ და სხვა არ ახმარს თავის დროს ოჯახთან ერთად ორიგამს???

    1. სოფო, სამწუხაროა, რომ ვერ იგებთ და კიდევ ერთხელ დაგდებთ პატივს:

      კითხვით დავიწყებ: რთულ ქვეწყობილ წინადადებაზე არ გსმენიათ, ხომ? 🙂

      მეორეც: არსებობს მიღებული პრაქტიკა. თუ ინფორმაცია გაგაჩნიათ, მიაწოდეთ ნინიკემოს და ვნახოთ, თუ არის კიდევ ბაზარზე ასეთი, რა პრობლემაა? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი რომ იყოს, პირველივე კომენტარში მიუთითებდით და უმიზნო საუბარს არ გააბამდით, თუმცა, გმადლობთ, თქვენ ჩემს ბლოგს რეიტინგს უზრდით 🙂

  6. aha.. axla gramatikis codnas miwuneb?(aramgonia icode ris shesaxeb msmenia me) naadrevi daskvnebis gamotanisgan tavi sheikave. p.s. gagikvirdeba da sheni blogis reitingze metad origamis ganvitareba(saqartveloshi) magelvebs

  7. სოფო, არ გიწუნებთ, თუმცა ამის სრული უფლება მაქვს, მითუმეტეს, რომ სრულიად გაუმართავი ქართულით წერთ 🙂
    თქვენი უცოდინრობისა და დაუკვირვებლობის (არ მინდა, ვიფიქრო, ნინიკემოს მიმართ შურის) გამო შეცდომა დაუშვით, რომლის არა გამოსწორებას, არამედ “გაპრავებას” ცდილობთ.
    პ.ს. ყველა სიკეთესთან ერთად, კულტურასთან, ზრდილობის ნორმებთან გაქვთ პრობლემა, თუ დააკვირდით, ჩვენ შორის ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, მე თქვენ “შენობით” არ მოგმართავთ.
    მე შემიძლია, სულ არ გამოვაქვეყნო თქვენი კომენტარი, მაგრამ ზურგს ნინიკემოს პროფესიონალიზმი მიმაგრებს, მისი ნიჭი და საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულება, მისი შედეგები, ამიტომაც არ მიჭირს თქვენი კომენტარიც გამოვაქვეყნო და ჩემიც გითხრათ, თქვენ კი ჭკუას ვერ სწავლობთ, აქამდე ვერ მიხვდით, რომ ჩემთან თქვენი მხრიდან უმიზნო კამათის ნაცვლად, ჯობს, იმუშაოთ. დროს ნუ კარგავთ, იქნებ, როდისმე ნინიკემოს შედეგიც გაიმეოროთ, როდისმე, როცა შეძლებთ…
    წარმატებებს გისურვებთ 🙂

  8. ukve sheuracxyopilad vgrdznob tavs. ar micnob da ragac sulelur daskvebs aketeb. rogorc chans 3d origamze bevri ram ar gsmenia. saertod ninikemos namushevrebis garda sxva raime gaqvs nanaxi am speroshi? aris msoplioshi origamistebi(3d) romelta shedegis gameorebas didi siamovnebit shevecdebi, magram mat shoris ninikemo namdvilad ar aris. tavidanve agvnishne, rom misi sawinaagmdego araperi gamachnia da warmatebebs vusurveb. shurze laparaki ki namdvilad uadgiloa -_-

  9. სოფო, თქვენ რაზე გააკეთეთ კომენტარი, იმაზე, რომ ნინიკემო ერთადერთია, ვინც ოჯახთან ერთად ამ საქმეს მთელ დროს ახმარს, თუ ჩემი გამოცდილების გამო? 😀

    უკვე სრულ მარაზმში ხართ, იმას ვერ კითხულობთ, რას ვწერ, ეს მხოლოდ თქვენი პრობლემაა, შეგიძლიათ, დაისვენოთ და ისწავლოთ. მე კვლავ მხოლოდ წარმატება შემიძლია, გისურვოთ, ოღონდ ბოღმის გარეშე აკეთეთ თქვენი საქმე და, იქნებ, ჩემს ბლოგზე, ადრე თუ გვიან, თქვენი ამ სფეროში დამსახურებისთვის თქვენც მოხვდეთ. ბედნიერად 🙂

  10. kargi martalia! marazmshi gadaizarda es yvlaperi da arc me momwons. ar minda chemze iseti shtabejdileba darches vinmes titqos shuriani, dabognili,ucodinari degenerati viyo. ninikemos da am blogs warmatebebi. me chems saqmes mivxedav..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: