ხელით ნაქსოვი ფაქტურა შემოდგომა-ზამთრისთვის და თქვენი ფანტაზია


112bc4e03011ხვალ უკვე 1 სექტემბერია და აქამდე აქტუალური აზრი, “საშემოდგომო სეზონზე რა ჩავიცვათ” კიდევ უფრო აქტიურად შემოგვიტევს (აპრობირებულია).

მოკლედ, საკუთარ გარდერობს მეც გადავხედე, ვიფიქრე, ვიფიქრე და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს საყვარელ ფაქტურას ალტერნატივა არ აქვს. გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ.

ჩემი საყვარელი ფაქტურა: ნაქსოვი (აუცილებლად ხელით) 😉

ახლა რა ხდება: თუ თქვენც, ჩემგან განსხვავებით, ქსოვისა და, ზოგადად, სამოსის დიზაინის მიმართ მიდრეკილება არ გაწუხებთ, გული არ დაგწყდეთ, უბრალოდ მონახეთ ვინმე, ვინც თქვენს ფატაზიას სწორად გაიგებს და მოაქსოვინეთ.

მანამდე თავად დაფიქრდით, რა გინდათ, თქვენი სხეულის პლუს-მინუსები გაიაზრეთ (საერთოდ თუ გაქვთ მინუსი 😉 ) და მოდელი ზუსტად შეარჩიეთ.

მანამდე კი თქვენთვის ის ნიმუშები ამოვკრიფე, რომლებიც არცერთ დროსა და სივრცეში აქტუალობას არ კარგავს. მე განსაკუთრებით Victoria’s Secret-ის მოდელები მომწონს, თუმცა არც სხვაზე ვამბობ უარს 😉

აქვე, სამოსთან ერთად აქსესუარების დიზაინსაც შემოგავაზებთ და ჩემივე ნახელავით დავიწყებ: 😉

მაშ ასე, თუ თქვენი ჩანთა უკვე მოძველდა და გაცვდა კიდეც, ძალიან მარტივად შეგიძლიათ, სრულიად ახალ აქსესუარად აქციოთ (ამ შემთხვევაში, ჩემს მორიგ იდეას დედაჩემის ძველი ჩანთა შეეწირა ^_^)

20130831_182441

ეს კი ჩემივე ნახელავი კაბაა, რომელიც ძალიან მიყვარს ^_^

20130831_182646

ასევე, ხელითაა გაწყობილი და ორნამენტის გაკეთება თავადაც ადვილად შეგიძლიათ, თუ ყაისნაღით ქსოვა იცით და დეკორატიულ ლენტებსა და ე.წ. “ფარფლებს” დაიხმარებთ 😉

20130831_182654

ყველაზე საყვარელი რამ, რაც კი შემიქმნია ^_^

602958_578753682151355_1446951132_n - Copy

ახლა კი ჩემი ფავორიტები, რომელთა მაგალითზეც შეგიძლიათ, ცივი და მომაბეზრებელი ზამთარი გაილამაზოთ. მართალია, ბევრი მათგანი საზაფხულო კოლექციის ნაწილია, მაგრამ ამ ნიმუშებს შემოდგომა-ზამთრის სამოსშიც თავისუფლად გამოიყენებთ:

4e26effe25b1a.image_

00450h

00440h

00130h

951349002770 - Copympa6l

ysudp - Copy

ამასთან, შესაძლებელია, ძველი და უკვე მობეზრებული სამოსი ნაქსოვი ფაქტურით გაახალისოთ 😉

vogue

მოკლედ, მე ერთი “საზრუნავი” უკვე მაქვს, ახლა თქვენს იდეებს ველოდები და თქვენს შემოქმედებას ინტერნეტსივრცეშიც სიამოვნებით გავაშანშალებ. 😉

20130831_191953[1]

დარწმუნებული ვარ, თავს ბევრი ძალიან კარგი იდეა მოიყრის და ნახელავი არანაკლებ კარგი გამოგივათ.

ერთი სიტყვით, ვიწყებთ ქსოვას! 😉

კვლავ და ტრადიციულად სიყვარულით მიო ❤

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: