მიმართულება – ბეთანია


9f52eb3012f0შაბათი დღე გათენდა და, ლოდინის დონის შემცირების მიზნით, სასწრაფოდ დიდუბისკენ გავიქეცი – ჯგუფელებთან ერთად ბეთანიის მიმართულებით დიდი კულტუროლოგიზაცია იგეგმებოდა.

სანამ ყველა მოვიდოდა, უკვე დავიხუთეთ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვგრილდებოდით.

ნელ-ნელა შევიკრიბეთ, „გუდვილსაც“ ვესტუმრეთ და წალმითა და ნახშირით დატვირთულები, როგორც იქნა, დავიძარით.

გზაში რა ხდებოდა, ძნელია, გადმოვცე. ძალიან მონატრებულები, რაც კი შეიძლებოდა, ყველა თემას შევეხეთ. როგორც ხდება ხოლმე, მონასტერთან მისასვლელ გზაზე პატარა „ჩეპეც“ გვქონდა – სხვაგან გადავუხვიეთ, მაგრამ ჩვენმა, როგორც ვამბობთ ხოლმე, ერთადერთმა და სამყაროში განუმეორებელმა გოჩამ ივაჟკაცა და მობრუნებისას გზად ერთი მელოტი მამაკაცი შენიშნა. ტექსტი: “ნახეთ, რა მტვრიანი თავი აქვს, მაგას ეცოდინება!” 🙂 დავასკვენით, რომ რადგან თავი მტვრიანი ჰქონდა, გზაზე დიდხანს დგას ხოლმე და ბევრი ჩვენნაირიც ხვდება, ამიტომ შესაძლო კითხვებზეც პასუხები უკვე ეცოდინებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, არ შევცდით და ჭეშმარიტ გზასაც დავადექით. 🙂

სადამდეც შეძლო, ჩვენმა მძღოლმა კი მიგვიყვანა, მაგრამ ცუდი გზის გამო, დანიშნულების ადგილიდან 20130817_143419სადღაც 2 კმ-ში გავჩერდით და ჩვენი სანოვაგით დატვირთულები მონასტრისკენ მიმავალ დაღმართს მორჩილად დავადექით.

მთელი გზა რომ სიცილ-ხარხარითა და ძველი „გმირობების“ გახსენებით ჩავიარეთ, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ იმდენი ვიარეთ, ვიხუმრე, მონასტრის კარის დანახვა ისე გამიხარდა, მგონია, ასე კოლუმბის მოგზაურებს მიწის დანახვა არ გახარებიათ მეთქი. 🙂

მოკლედ, წამოვედით და იქვე ერთ კარგ ადგილსაც მივაგენით, სადაც “დავბანაკდით” კიდეც. ცოტა სული კი მოვითქვით, მაგრამ ისე ცხელოდა, გაოცებას ვერ ვმალავდით. რაც კი წყალი გვქონდა წაღებული, ერთიანად დაილია, თან ისე, რომ ერთი ბოთლი „სნო“ შემთხვევით რომ არ მიმალულიყო და მერე არ აღმომეჩინა, ხელის დაბანასაც „კოკა-კოლით“ გავაგრძელებდით და უკან მიმავალ გზაზეც უწყლოდ დავრჩებოდით.

ერთი სიტყვით, იმ დალოცვილ ბეთანიაში, ნიავი არ იძროდა და, გაუწყლოვანების თავიდან აცილების მიზეზით, ყველას ერთიანად „გასნოება“ დაგვემართა. 🙂natia gocha

ე.ი. ფუნქციათა გადანაწილებას მოვრჩით, მწვადი ავაშიშხინეთ და დაიწყო ის, რაც უკვე 5 წელია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ხდება ხოლმე – იღვიძებს გრძნობა, რომელიც არასდროს გვტოვებს და მონატრებისა და სიყვარულის ყველა ბუშტი ერთიანად სკდება და თავზე გვემხობა. 🙂

გოჩას, როგორც ყოველთვის, გაუმართლა, ხუმრობა ხომ არაა, ეს ამდენი ქალი შენ დაგტრიალებდეს თავს? მწვადის შეწვისას თვითონაც კი კარგად შეიწვა, მაგრამ მთავარი ეს ხომ არ არის?

კარგად ვიმხიარულეთ, ცოტაც ვიმამიმუნეთ, როგორც ხდება ხოლმე, ისევ მეოთხე კურსის სტუდენტებად ვიქეცით, ანუ, სადაც დავამთავრეთ, იქიდან რომ ვაგრძელებთ ხოლმე, ბოლოს მოვხიკეთ ჩვენი ნარჩენები, როგორც მივიტანეთ, ისევე მორჩილად, მაგრამ ამჯერად სანაგვე ყუთში დავაბრუნეთ და აღმართზე ასვლა დავიწყეთ!

აი, ოოოო! მეგობრების სიყვარული და მონატრება რას არ გაგაკეთებინებს, თორემ… 🙂

სამწუხაროდ, ტელეფონის დატენა დამავიწყდა და მის გარეშე მალევე დავრჩი, მაგრამ საკმარისი ფოტოებიც გადავიღეთ, ჩვენი მაიმუნობებიც ავსახეთ და მთელი გზა „სნოს“ ბედად დარჩენილ იმ ერთ ბოთლ წყალს დიდი სიტკბოებით ვიყოფდით. 🙂

მართალია, დაბალძირიანი ფეხსაცმლის გამო დღეს ძლივს დავდივარ, ხმაც ბევრი სიმღერისგან კარგად, გემრიელად ჩახლეჩილი მაქვს, მაგრამ ასეთი შეხვედრების შემდეგ ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე, ვინ ჩივის!

მოკლედ, ცხოვრებას მომდევნო შეხვედრის მოლოდინით ვაგრძელებ!

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: