მაიმუნები VS ქართველი ოფიციანტები


oficianti realერთი ძალიან სახალისო და, ამასთან, საგულისხმო ვიდეო რგოლი ვნახე. არ ვიცი, რამდენად დაგვიანებით, მაგრამ მაინც… 🙂

რა ხდება:

იაპონურ რესტორანში ოფიციანტი მაიმუნები გამოჩნდნენ. ტოკიოში ახლახან გახსნილი რესტორანი “კაიაბუკი”, უკვე მნახველების სიმრავლეს განიცდის. აქ კლიენტები არა მარტო გემრიელი საჭმლის გამო, არამედ უცნაური ოფიციანტების სანახავად მოდიან.

16 წლის იატ–ჩანი და ახალგაზრდა ფუკუ–ჩანი მაიმუნების წყვილია, რომლებიც  სხვა ოფიციანტებთან ერთად თანაბარ დონეზე მუშაობენ. მას შემდეგ, რაც კლიენტებს ჭამის წინ ხელის დასაბანად პირსახოცს მიუცუნცულებენ, მათთვის სასმელი მიაქვთ.

სხვათა შორის, საკუთარი გარეგნობით კლიენტები რომ არ დააფრთხონ, პარიკებს, ნიღბებსა და უნიფორმას ისინიც ატარებენ. 🙂

სტუმრების თქმით, უჩვეულო ოფიციანტებს ადამიანების საუბარიც კარგად ესმით და არც მათ მიერ შეკვეთილი სასმელები ერევათ.

ცხოველთა უფლებების დამცველთა კანონით, მაიმუნების მუშაობა დღის განმავლობაში მხოლოდ ორი საათით შეიძლება. რესტორნის მეპატრონე კიდევ 2-3 პატარა ოფიციანტი მაიმუნის დასაქმებას აპირებს. 🙂

აი, ვიდეოც 😉

ვნახე და დედას გეფიცებით, ქართველ ოფიციანტებზე უკეთესად თუ არ ემსახურებოდნენ! :)))))))))))monkey-waiters_Nn2PU_6648

ჩვენთან?

ერთს შეუკვეთავ – მეორეს ინიშნავს – მესამე მოაქვს…

წყნარად ეტყვი – “ახლავე”,– გეტყვის – მიდის და იკარგება…

მეორედ ეტყვი – იკოპება – მიდის – მოგიტანს და ისეთს დაგიხეთქებს, გეგონება, რამე გმართებს…

მესამედ დაუძახებ – ისეთი სახით და ჟესტიკულაციით მოდის, უკვე თვითონ გიჩნდება შეგრძნება, რომ დააშავე და ეჭვი შეგაქვს, მართლა ხომ არ გაქვს მისი ვალი…

მოკლედ, დარვინის არ ვიცი, მაგრამ ქართულ სივრცეში მომსახურების სფეროს, მინიმუმ, ასე მაინც თუ დახვეწენ და მაიმუნებისგან ამას მაინც ისწავლიან, კარგი იქნება. 🙂

დანარჩენ “მარგალიტებზე”, რაც აღნიშნულ სფეროში პირადად უკვე შემხვედრია და ყოველდღიურად ვხვდები, თანმიმდევრობით მოგახსენებთ. 😉

ისე, ჩემი იაპონელებთან დამოკიდებულების შესახებ ვინც იცის, შეიძლება, ისიც თქვას, სუბიექტური ხარო, მაგრამ რა ვქნა, ერი რომ მიყვარს, ეს ერთია, მაგრამ იაპონელი მაიმუნებიც თუ სამაგალითონი გახდებოდნენ, ამას მართლა ვერ ვიფიქრებდი. 🙂

monkey_waiter_04ერთი სიტყვით, იქნებ, ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ კარგი იქნება, თუ მომხმარებელიც და მომსახურეც ერთნაირი წარმატებით გავითვალისწინებთ, რომ კლიენტი რომ მართალია, კულტურული და ტაქტიანიც უნდა იყოს, ოფიციანტი თუ იღლება, უნდა დაისვენოს და ისე იმუშაოს…

მოკლედ, თვითშეგნება, შინაგანი კულტურა და სოლიდარობა!

სხვაგვარად არ გამოვა, არა! 😉

მოკლედ, ტრადიციულად და სიყვარულით მიო ❤

Advertisements

6 thoughts on “მაიმუნები VS ქართველი ოფიციანტები

Add yours

  1. მიო ისე ქართველი ოფიციანტებიც რომ 2-3 საათის მეტი არ ამუშაონ შეიძლება კიდევ გამოვიდეს რამე არააა????

  2. Pingback: Mio's Blonde Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: