რა კავშირშია მინისტრი ნარმანია აქილევსის ქუსლთან?


lamisyana27 წლის ისე გავხდი, ამ გზის გავლა წლის განმავლობაში მინიმუმ 10–ჯერ მაინც მიხდება… ჩემი დედულეთია…

მარშრუტი: თბილისი – იგოეთი – ლამისყანა…

საწყალი ბიძაჩემი – ლამისყანელების თბილისელი სიძე – ყოველ ჯერზე იგოეთი–ლამისყანის გზას იმ იმედით ადგებოდა, ახლა გაკეთებული თუ არა, შელამაზებული მაინც იქნებაო, მაგრამ თქვენ კარგად იყავით…

კომუნისტების მიერ დაგებულ ნაასფალტარზე სიარული ძალიან რომ გაუჭირდათ, ლამისყანელებმა “ხერხს” მიმართეს – გზის მომიჯნავე ყანაზე მანქანებით ხშირი სიარულისგან ბილიკი გაჭრეს და ხორბლის ნათესებზე დადიან (მთავარია, ნაწვიმი არ იყოს)…

მერე რუსული ტანკები შეხრიგინდნენ – ახალგორისკენ ლამისყანის გავლით იგოეთიდან პირდაპირი გზაა (იყო)…

რა დავმალო და, რამდენჯერაც რაიონულ ცენტრში (კასპი) მოვიკითხე, იმდენჯერ ორი შინაარსის პასუხი მივიღე – 1. თანხა არაა გამოყოფილი, 2. თანხა გამოყოფილია და გაკეთდება. და ეს არა ერთხელ ან ორჯერ.

რამდენჯერაც თავად სოფელში ვიკითხე, იმდენჯერ მხოლოდ ერთი პასუხი მივიღე: ბიუჯეტიდან თანხა, იქნებ, გამოყოფილიცაა, მაგრამ არ აკეთებენო – კვალი სოფლის გამგებლამდე მიდიოდა. მხოლოდ ეგ კი არა, ისიც მითხრეს, რამდენჯერაც სოფელში ე.წ. დახმარება მოვიდა (პროდუქტის სახით, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულად დიდი გულმოდგინებით არიგებდა), “ცუნცულამ” და მასთან დაახლოებულმა პირმა იმდენჯერ მარტო „თავისიანებს“ დაურიგეს, რამდენი გაჭირვებული დარჩა მშიერი, არ იციო. “აბა, ხმა ამოიღე? სადაც ერთი ქურდი და მამაძაღლია, ყველა მაგათ ჰყავთ მომადლიერებული და მაშინვე მძინარეებს გაგვიტანენ ჩვენივე სახლ-კარიანად” – გულს მიკლავდნენ ჩემი ყველაომგამოვლილი, დაღლილი ლამისყანელები…

გამგებელი:  თემო გოგიაშვილი, ზედმეტსახელად „ცუნცულა“1

მასთან დაახლოებული პირი: ავთო გოგიაშვილი, იგივე „კიკლაანთ ავთო“

მე კიდევ ერთი ამბავი მახსოვს: აგვისტოს ომის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა ახალგორის მხარე დაიკავეს და ჩემს სოფელს, რასაც ჰქვია, ბოლო მოაწყვიტეს (თან ისე, ადამიანს საკუთარ ბოსტანში გადასვლა და მწვანილის მოწყვეტა რომ მოუნდეს, საზღვრის გადაკვეთისთვის დაიჭერენ), მდინარე ქსნიდან გადმომავალი სარწყავი არხი, რომელიც სოფელს ზემოდან უვლის, გადაკეტეს. ლამისყანის ნაყოფიერი მიწა წვიმის იმედად დარჩა.

მოკლედ, ყველამ იცოდა, რომ ეს ყველაფერი ოკუპანტების მიერ გაკეთდა.

ერთ დღესაც, რუსებს ორი ჯარისკაცი მდინარე ქსანში დაეხრჩოთ და, რადგან ცხედრებს ვერ პოულობდნენ, წყლის დონის დასაკლებად წყლის ნაწილი არხში გადაუშვეს.

დაახლოებით სამი დღის განმავლობაში იდინა არხში წყალმა, დაახლოებით სამი დღე სდიეს ლამისყანელებმა ერთმანეთს, არა მე მოვრწყავ ნაკვეთს, არა – მეო…

ტკბილიგავიდა ნახევარი წელი და ერთ მშვენიერ დღესაც სოფლის “უსტაბაშობამ” გამოაცხადა, არხში წყალი წამოვა, მაგრამ მორწყვის მსურველმა ჰექტარზე 180 ლარი უნდა გადაიხადოსო.

დღემდე არავინ იცის, თლა, თლა უსტაბაშობამ ოსურ მხარეს გაზმომარაგება რომ შეუწყვიტა, სოფლის მთავარი სარწყავი არხი ამ მიზეზით გადაიკეტა, თუ – შეთანხმებით და როცა სოფელს უწყლობა ყველაზე მეტად გაუჭირდა, მაშინ გამოუშვეს.

ისიც მოვისმინე, მგონი, სააკაშვილი გზას იმიტომ არ გვიკეთებდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ რუსებისთვის ახალგორი თავისი ხელით ჩაებარებინაო…

ეს არ ვიცი და მხოლოდ მოსმენილს ვამბობ – ჩვენ ხომ ვიცით, წყაროს თავზე რა და როგორ ითქმევა? 🙂

ერთი რამ კი ცხადია: იგოეთი-ლამისყანის გზა, რაც თავი მახსოვს, სულ ამ უბედურ დღეშია.30dfd5242ba7554c296bc69b1ac90dff

ისე, ვინმე ხელს თუ მოჰკიდებდა, უკვე ვეღარ წარმოვიდგენდი, მაგრამ ეს გზა თუ ბოლომდე მიიყვანა, პირადად ნარმანიას ჩემგან და ლამისყანელებისგან იმხელა მადლობა ერგება, მთელი ცხოვრება რომ ეცადოს, იქნებ, ვერც მოერიოს. 🙂

ვიცი, ეს მისი ვალდებულებაა, მაგრამ ისიც ვიცი, ამ საკითხს ლამისყანელებისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს.

ერთი სიტყვით, მინისტრ ნარმანიას აქილევსის სუსტი წერტილი უპოვია და თვალ-ყური უნდა ვადევნო, მიზანს არ ააცილოს! 🙂

300px-Lamiskana_Orbeliani_castle

300px-Lamiskana_museum_inside

აი, ასე, სიყვარულით მიო ❤

Advertisements

4 thoughts on “რა კავშირშია მინისტრი ნარმანია აქილევსის ქუსლთან?

Add yours

  1. არ დააცადე ოლეგა იაძესა თორემა კაცი მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონია ჭიდაობა სამბოში და მაგ გზას ვერ გააკეთებდააა????????? 😀 😀

  2. კაცსა ცუნცულა რომ ერქმევა იმი გაკეთებული საქმე რა ვსთქი … მოუწყეთ მაგაასა იმპიჩმენტი კაათა და მოიყვანეთ სხვა გამგებელი ენდე „კიკლაანთ ავთოს “ სწოდნია საქმეი

  3. ნარმანიას ლამისყანაში ქუსლი მოუცვდა თუ ტალახმა დაუსვარა გაწკეპილი შარვალ–კასტუმი ეგ ცალკე თემაა, მაგრამ კი გვაქვს ლამისყანელებს გასისინებული “ტრასა” აგერ უკვე 2თვეა, მაგრამ ყოველ მისვლა–მოსვლაზე მაინც არ ვუჯერებთ თვალებს 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: