“მინი კუპერების” ქართული ისტორია


get_imgდარწმუნებული ვარ, ახალი ამბავი ყველამ გაიგეთ… 😉

აი, რა: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარის რეგიონში პატრულის ეფექტური მუშაობისთვის ავტოპარკი განაახლა და „შკოდას“ მარკის 21 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომანქანა დაამატა. ბათუმის ქუჩების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ბათუმის საპატრულო პოლიციას “მინი კუპერის” სახით 7 ერთეული ახალი საპატრულო ავტომანქანა გადაეცა.

ავტოპარკი ელექტროტრანსპორტითაც განახლდა და მას 4 ცალი ე.წ. „სეგვეი“დაემატა.

აჭარის საპატრულო პოლიციამ საზღვაო პატრულირებისთვის 1 კატარღა მიიღო. ეს ყველაფერი ჩვეულებრივ, რიგით სიახლედ დარჩებოდა, რომ არა ჯერ BMW-ს მარკის ერთ ავტომობილზე, შემდეგ კი ზემოთ ნახსენებ „მინი კუპერებთან“ დაკავშირებით „ფეისბუქ“ საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟი. საქმე რაშია: აღნიშნულმა საზოგადოებამ  ახალი ავტომობილების გამოჩენა ბიუჯეტში “გარღვევად” და ზედმეტ ხარჯად მიიჩნია (თუ არ ჩავთვლით BMW-ს მარკის ერთ ერთეულ ავტომობილს, რომელიც მალევე გაირკვა, რომ უკვე არსებობდა, მხოლოდ გადაიღება და ახალი და ზედმეტი არაფერი დახარჯულა).1013203_249462775178322_1422240799_n

ასეც რომ ყოფილიყო, რა?

მაგრამ ეს არ არის მთავარი…

განსაკუთრებული გამოხმაურება მაინც „მინი კუპერებმა“ გამოიწვიეს. „გაღმა შემედავე – გამოღმა შეგედავების“ რომ ავცდეთ და მეც „გამპრავებელი“ არ მეძახოთ, მოკლედ და ლაკონურად ვთქვათ.

რატომ „მინი კუპერები“ და არა ისევ „შკოდა“ ან „პასატი“, მეტი იხარჯებაო, ხომ? ინებეთ:

პატრულის მანქანების ღირებულება (ავტომწარმოებლებთან):

„მინი კუპერი“ – 22 352$

„პასატი“ – 25 958$

„შკოდა“ –25 356 $

საზოგადოების გულისწყრომა ხარჯის გადაჭარბებისკენ იყო მიმართული და რა გამოდის?

გამოდის ერთი მარტივი რამ: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომანქანებზე ხარჯი არათუ გაზარდა, არამედ შეამცირა.

და რაზე ავყაყანდით, აბა?

ისევ ჩვენი უცოდინრობა – გვეკითხა მაინც… მაგას ეშველება…

თანაც თქვენი არ ვიცი და, მე ეს მოპუსკული „მინი კუპერები“ ძალიანაც მომწონს. 🙂

ჯერ ერთი, კოპაქტურია, შემდეგ მაღალი გამავლობა აქვს და საჭიროების შემთხვევაში, აჩქარებაზე აღარაფერს ვიტყვი, მესამე, ნაკლებ ხარჯს ითხოვს (ვინც იცის, მიმიხვდება, ქალაქში 12 ლიტრისა და 4 ლიტრის დაწვას შორის რამხელა განსხვავებაა).

რეალურად ესაა ეკონომია!AC-Schnitzer-Mini-Cooper-Police-3

მითუმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულ მოდელს სხვა ქვეყნის სამართალდამცველებიც საკმაო წარმატებით იყენებენ.

ბოლო დღეებში ისიც მოვისმინე, შსს-ს BMW რაღაც ნამეტანი შეუყვარდაო 🙂

რატომაც არა?

ორჯერ ორი ხომ ოთხია? და ზოგადად, BMW-ს მძღოლობაც ასეა: BMW-ს მძღოლის სტატუსი შეუძლია, ჰქონდეს მხოლოდ მას, ვისაც მისი მართვა შეუძლია და არა ნებისმიერს, ვისაც ამ მარკის ავტომობილი ჰყავს. 😉

პატრულის თანამშრომელს დევნისას რომ სწრაფმავალი მანქანა ჰყავდეს, ეს არ უნდა მომეწონოს? უნდა მომეწონოს! 🙂

მოკლედ, რა მინდოდა, მეთქვა…IMGL9433 03

სანამ რამეზე ავყაყანდებით, მოდი, ჯერ საქმეში ჩავიხედოთ, გავერკვეთ და მერე ვიხმაუროთ, თორემ მართლა სახმაურო თემები გვერდზე გვრჩება… 😉

პ.ს. ისე, რაც მეტი BMW ივლის ქალაქში და კანონს არათუ დაარღვევს, არამედ დაიცავს, მით უკეთესი! 🙂

ბოლოს კი, ერთი წინადადება უნდა წამოვაყენო: არ შეიძლება, BMW-ს მძღოლობის მსურველებმა განსხვავებული კატეგორიის გამოცდა გაიარონ და, შესაბამისად, უშუალოდ ამ მარკის ავტომობილის მართვის უნარის დამადასტურებელი მოწმობა აიღონ? ツ

სიყვარულით მიო ❤

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: