დღეს ნოდარი კიდევ ერთხელ დაიბადა…


nodarbumbadze1928 წელის 14 ივლისს სამყაროს ნოდარ დუმბაძე მოევლინა…

მამა ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაშინდელი მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა კი ანა ივანეს ასული ბახტაძე  დიასახლისი გახლდათ. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, დედა კი  გადაასახლეს.

ნოდარი ჯერ  თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში სწავლობდა, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. მეტს აღარ გავაგრძელებ…

შეიძლება, ზუსტად ასეც უნდა მომხდარიყო, რომ ამ ერთ ადამიანში თბილისიც, ჩოხატაურიც, ღმერთის მისაღები აპარტამენტებიც და ქვესკნელის აღქმაც ერთნაირად ჩატეულიყო…

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე 1 წლისაც არ ვიყავი, მისი „ჭაჭანაჭამი ტახიადან“ რომ დავიწყე და მას მერე სამაგიდო, სასასთუმლე, არ ვიცი, საყველაფრო წიგნების ყდას ყოველთვის მისი სახელი და გვარი ამშვენებდა და რასაც უნდა ვკითხულობდე – ჰეგელით დაწყებული, მილან კუნდერათი დამთავრებული – ბოლოს მაინც მისით ვამთავრებ…

არ ვიცი, ყველასთვის ცნობილია, თუ – არა, მაგრამ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები რუსულ, უკრაინულ, მოლდოვურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზეა ნათარგმნი და თავად საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებითაც იყო დაჯილდოებული.e18392e183a3e1839ae183a0e18398e183a4e183a8e18398-e183a3e1839be183aae183a0e1839de183a1-e183a5e18390e1839ae18398e183a8e18395e18398

გულწრფელად გეტყვით, მისი ნაწარმოებები თითქმის ზეპირად ვიცი, მაგრამ არ მოხდება და კითხვას თავს არ დავანებებ…

ერთ ფრაზაში ჩატეული მთელი ცხოვრება მე სხვაგან ჯერ არ შემხვედრია…

ეს მარტო მის უსინათლო ხატიას შეეძლო, ყველაზე კარგად დაენახა, მის ტიგრანას – ყველაზე დიდი დამნაშავე ყოფილიყო და ყველაზე კაცურად მოქცეულიყო, მის ბაბუებს – ყველაზე ბრძენნი ყოფილიყვნენ, მის ანიკო დეიდებს – ყველაზე სუფთა და მართალნი, მის შვილებსა და შვილიშვილებს – ყველაზე ტკბილები, აი, ისეთები, სხვის მაგალითზე საკუთარს რომ შეგაყვარებენ, მის „ბებია ვოლღას“, ილიკოსა და ილარიონს – შენი ბებიები, შენი ილიკოები და შენი ილარიონები, მის სოფლელებს ყველაზე ძარღვიანნი და მის თბილისელებს ყველაზე პეწიანნი ყოფილიყვნენ…

მე არ ვიცი, მეტი რა ვთქვა, უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი არსებობს და კაცობრიობის დასასრულამდე ისეთი იარსებებს, როგორიც ყველამ ჩვენებურად ვიცით, რადგან გულშიც და სულშიც ყველას ჩვენი ნოდარ დუმბაძე გვიზის…

nodar-dumbaze-karlo-kaladze

იმიტომ, რომ რაც მიყვარს, ყველაფერი მისით შემიყვარდა, დღემდე ასე მიყვარს და მარადისობის მის მიერ დაწერილი კანონის თანახმად, ასეთი მოვკვდები და, იქნებ, სიკვდილის წინ მისი კუკარაჩაც ვიხილო…

ეს მხოლოდ მას შეუძლია, ყოველი წლის 14 ივლისს ხელახლა დაიბადოს ასეთი ტკივილიანი და ასეთი ტკბილი…

დიდი ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს გილოცავ, ბებერო სამყარო!

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: