კვლავ facebook პიარის შავ-ბნელი საქმეები :)


facebook_glasses_2-660x523ერთი ამბავი მაქვს თქვენთვის 🙂

ჩემს მკითხველს ახლო წარსულში სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “ლაიქების” თემასთან დაკავშირებულ აფიორაზე ვუყვებოდი, რა გზებით და რა მიზნებით ხდება ეს ყველაფერი. ჩემი მიზანი, როგორც იმავე პოსტში აღვნიშნავდი, PR-ისა და მარკეტინგის სფეროს მსგავსი სარეველასგან გაწმენდისა და ბაზრის გაჯანსაღების სურვილი იყო, თუმცა მასშტაბებზე პრეტენზია არ გამომითქვამს, უბრალოდ ჩემი გულისტკივილის შესახებ ვთქვი.

რამდენიმე დღის წინ ჩემმა ერთმა კარგმა მეგობარმა, რომელიც, ასევე, პიარსა და მარკეტინგში წარმატებით მოღვაწეობს და თემასაც კარგად ფლობს და ბაზარსაც შესანიშნავად იცნობს, აღნიშნული პოსტი “ფეისბუქის” საკუთარ კედელზე გააზიარა და, როგორც აღმოჩნდა, რეაქციაც მოჰყვა. 🙂

გუშინ სწორედ იმ მეგობრის პირადი შეტყობინებებიდან ერთი საინტერესო, თუმცა არც ისე დიდი ღირებულების მატარებელი “ინბოქს” ამონარიდი ვიხილე, სადაც ერთი სუბიექტი მას ჩემი პოსტისა და, ზოგადად, ჩემი ბლოგის შესახებ სწერდა. უნდა გაჩვენოთ, უფრო სწორედ, ეს უნდა ნახოთ! 🙂

gamarjobat eg mios dacerili blogi aris sisulele) axali araferi ceria , eget uazrobebs rom aketebs xalxi eg yvelam icis magram eg blogi ufro bizneschavardnili aborotebuli piaristis dacerili ufroa vidre raime rcheva. aranairi erti klani ar igebs kide foto konkursebs) uamravi klania da uamravo martoxela mtacebeli romelic tavistvis igebs da ar moqmedebs mag klanuri sistemebit) rac sheexeba LIKE ebs dges yvelaze kargi piaria, idzen momxmarebels da is momxmarebeli mudmivad naxulobs shens daanonsebul postebs. facebook reklamam yvela reklamas miayena dartyma da vigacis jibe shetxelda vigacas naklebi xarji ucevs gaigos anu kompanias vgulisxmob da zukenbergis jibe sqeldeba) da zukenbergi 10 cents rom igebs oficialuri dareklamebis dros tito momxmarebelze da es bavshvebi 4 tetrs da xshirad 1 tetrs amitom sisulelea es reklama?) 15 clis bavshebi tveshi ramodenime atas larss rom aketeben vigacis jibes moaklda? egvipteshi da turqetshi sagzuri shemogvtavazeso rom cers, 1500 dolarze meti xom ar girs or kaciani , barteris dros es 1000-1200 dolarshic ki icvleba , 50 000 momxmarebeli rom sheidzino oficialurad minimum 2000 dolari da ramodenime tve gchirdeba. da me vici egviptis sagzurshi 100 000 momxmarebeli gacvales barterit orma bavshvma, ra caago turistulma kompaniam? MIO s rom ar sheukveta piari da fuli ar gaaketebina?))

ჩემი მეგობრის პასუხი:

didi madloba david rchevistvis, magram chemi saqmea ras gavasheareb chems wallze. rac sheexeba likebis yidvas, yvelaze didi afioraa, ritac e.w. piarshikebs aboleben. aramiznobrivi segmentis like, realurad kompanias arafershi ar chirdeba. rac sheexeba bavshvebs, metic unda aaxion perogarchobil piarshikebs, arafris modebashi rom ar arian am qveyanaze. kidev erti am postshi saubaria religiur patetikazec , romelmac me piradad tvini shemichama facebookze. ase rom, me gadavwyvet ra aris chemtvis misagebi da ra ara, oks?

კვლავ “ადამიანი კეთილისმსურველი”:

me mogcere rom amazrzenia es uazro postebi magram turistul gverdze 50 000 kacidan minimum 90 procenti ukve SEGMENTIA) da ra kontekstshic shen mcer pasuxs exla egre ar momiceria me. avigot turistuli firma, dgeshi 4-5 posti, tavisi suratebit da ase shemdeg rom debs, momxmarebeli naxulobs sastumros fotoebs da meti carmodgena rcheba sastumroze ufro undeba casvla. analogiuri reklama sheidzleba gaketdes didi bukletit an satelevizio reklamit an tundac jurnalshi, isic albat ert sastumroze maqsimum orze da ertjeradad ra tanxa dajdeba? like ebis momateba ki mxolod gatrolvit ar xdeba ketdeba aplikaciebi magaltiad gaige rogori saxli shegefereba da ase shemdeg da xalxi tavis nebit alaiqebs da aranairi troli ar xvdebat)

ჩემი მეგობრის ლოგიკური პასუხი:

anu axla tqven me masterklass mitarebt socialur mediashi ???? tu zogadad internetmarketings maswavlit?

მოკლედ, დავიწყოთ: აღნიშნული ბიზნესი ჩემი არაა და არც ყოფილა, ამდენად ფიზიკურად ვერ ჩამივარდებოდა.

მეორეც, იმ კომპანიიდან, სადაც აფიორით დაკავებული ეს ახალგაზრდები ვნახე, დაახლოებით 1 კვირაში წამოვედი და ამდენად, ამ საკითხში ჩემი პასუხისმგებლობა ცოტა არ იყოს საეჭვო მაინც უნდა იყოს. 🙂 სხვათა შორის, ჩემი იქიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისაც იყო, რომ ხელმძღვანელი ამ “ლაიქებზე” იყო “დაფეთებული”, ეს ზემოთ აღნიშნულ პოსტშიც ვთქვი. 🙂

მესამე, რაც შეეხება “ლაიქებს”: როგორც ჩანს, ამ ადამიანებს შესაბამისი არც განათლება აქვთ, არც ლოგიკა, თორემ ჩემი პოსტის არსს როგორმე ჩასწვდებოდნენ, მითუმეტეს, რომ სრულიად გარკვევით მეწერა, რატომაა მსგავსი მიზნებით რეიტინგის აწევა მინიმუმ სირცხვილი და შემდგომში – მდაბიობა. კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ “ფეისბუქს” სარეკლამო დანიშნულების არაერთი და საკმაოდ საინტერესო ფუნქცია გააჩნია, რაც მთავარია, კანონიერი!facebook-like-button1-300x224

ჩემი მეგობრისა და პატივცემული “ფეიქის” დიალოგს მეტად იმ მარტივი მიზეზის გამო აღარ განვიხილავ, რომ ყველაფერი ისედაც მარტივად იკითხება, დანარჩენზე კი ჩემი აზრი იცით.

მხოლოდ ერთია, როდესაც იმ პოსტს ვწერდი, ერთადერთი მიზანი მქონდა: ასეთი გვერდების შემქმნელები ცოტა მაინც დაფიქრებულიყვნენ, რას აკეთებენ. ფაქტია, მიზანი მიღწეულია – აქტიურად “ასხედან” ჩემს ბლოგს, რომელიც, როგორც ბატონმა “ფეიქმა” თქვა, თურმე, “პიარისთვის დაწერილი უფროა, ვიდრე რაიმე რჩევა”.

ლოგიკური იქნება, თქვენც დამეთანხმოთ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი პოსტი ვინც ნახა, დასკვნას – პიარისთვისაა დაწერილი – უბრალოდ არ დაეთანხმება, მეტიც ეს თავად ამ ადამიან(ებ)მა არ იცის, პიარი რა არის, თორემ ასეთ სისულელეს უბრალოდ არ იტყოდა.

კიდევ ერთი: პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ თანხასთან ან ორი ადამიანის ტურში გაშვებასთან და ა.შ. დაკავშირებით უზუსტობაა, არ ვიღებ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიუაციაში ამის დამტკიცება შესაძლებელია და მე მზად ვარ.

ჰო, მართლა, ქართულ კომპანიათა ბაზა, რომელიც მათ გააჩნიათ, რა გზითაა მოპოვებული, როგორ იყენებენ, ეს მეორე თემაა და თუ მათი სურვილი იარსებებს, ამაზეც საჯაროდ, რაღა თქმა უნდა, მათი თანდასწრებით ვისაუბრებ. 🙂

მოკლედ, თვალნათელია, ჩემი უწყინარი პოსტით მიზნისთვის მიმიღწევია. იმედია, ეს ადამიანებიც და მათი გვერდების ე.წ. “ადმინებიც” ახლა მაინც დაფიქრდებიან, რას დებენ, რით ცდილობენ “ბაზარზე დამკვიდრებას” და ამისთვის რას იყენებენ. კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, მათთან უკვე მოთანამშრომლე კომპანიები საკუთარ ნამუსს ასეთ სისულელეებზე არ გაფლანგავენ და საქმით დაკავდებიან და ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, თავს არ შეირცხვენს.

პ.ს. მე თუ ცუდი “პიარშიკი” ვარ, ამიტომაც არ აქვს ჩემს პატარა ბლოგს გამოხმაურება და ამიტომაც არ ღელავენ მავანნი. 🙂

გიდასტურებთ, გიმეორებთ, რომ ბლოგისთვის “ლაიქები” მეც მინდა, მაგრამ მაქინაციით არა, კანონიერი გზით, რომელსაც ახლო მომავალში დაუხმარებლად მივმართავ. 🙂

ასეა, კიდევ ვიმეორებ და კარგად დაიმახსოვრეთ: ბაზარი უნამუსობას არავის ჰპატიობს! 😉

აქვე კიდევ ერთხელ ინებეთ პოსტი, რომელსაც აღნიშნული რეაქცია მოყვა 🙂

ხ. ლინკი

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: