“მთის საჩუქარი ბარს” – მთამ კვლავ ჩამოგვაკითხა :)


paataერთი კარგი ამბავი მაქვს: “მზიური” ხევსურულ საღამო “მთის საჩუქარი ბარს” უმასპინძლებს.

უფრო დეტალურად: 26 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ “მზიურში” თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო “მთის საჩუქარი ბარს” გაიმართება.

ცალკე, კაცმა რომ გვკითხოს, ვგიჟდებით, ისე გვიყვარს “ყველაფერი ქართული”, მაგრამ ქართული მთა იმდენ ხანს ვალოდინეთ, ადგა და თავად ჩამოგვაკითხა. 🙂

საღამოც სწორედ ასეთი დევიზით იმართება: “თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!”

რომ იცოდეთ, საღამოზე მონაწილეობას საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები მიიღებენ, სადაც, ასევე, საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ საღამოზე სპეციალურად ინგუში მომღერლები ჩამოვლენ.7456620680_fdd33f8045_o

თუ არ გახსოვთ, იმასაც გეტყვით, რომ 2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ “მზიურში”, ყოველ 26 ივნისს ხევსურული საღამო – “მთის საჩუქარი ბარს” ტრადიციულად იმართება, სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ცნობისთვის, ღონისძიების მიზანია, მთის კულტურას პოპულარიზაცია გაუწიოს და თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი გააცნოს, ამასთან, მთაში ტურიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი.

აღსანიშავია, რომ საღამოს სტუმრებს ტურისტული კომპანია www.paata.ge და ლუდი “ხევსურული” წარუდგენენ, დასწრება კი თავისუფალია.

7456621312_8952b6e89b_oმე რაც მახსოვს, ეს საღამოები აქამდე სულ ანშლაგით მიდიოდა…

ისე რომ, ავიბარგეთ და წავიბარგეთ! ვნახოთ, მართლა რამდენს გვიყვარს “ყველაფერი ქართული”.

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: