დღეს სულთმოფენობაა


1274554785_sultmofenobaმოკლედ შეგახსენებთ…

ამაღლების შემდეგ იესოს მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის – მოვლინებას ერთად ელოდებოდნენ.  ამაღლებიდან მეათე (აღდგომიდან ორმოცდამეათე) დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად უცნაური ქარი ამოვარდა, ციდან  ღმრთაებრივი ცეცხლი გარდამოვიდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით თავზე დაადგა.

მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, ქადაგება სხვადასხვა ენაზე საოცარი ძალით დაიწყეს. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც თორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, აღდგომიდან 50-ე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება. წირვის შემდეგ მუხლმოდრეკის ლოცვები იკითხება, რა დროსაც მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მუხლს პირველად იყრიან. ამ დღეს ქრისტიანები, ასევე, სულიწმიდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცათაოს“ პირველად ამბობენ.

სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ორმოცდამეათე დღეს კი ძველი აღთქმის  ღმრთაებრივი სჯული მისცა. აქედან მოყოლებული დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.250312954

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით ირთვება, ძირს რაც შეიძლება ბევრი ბალახი იფინება. მორწმუნეები წირვაზე ყვავილის ლამაზი თაიგულებით მიდიან, რომელთა შუაშიც დამაგრებულია ანთებული სანთლები და რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ – ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.

სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!

სიყვარულით მიო :*

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: