ეკა კვალიაშვილი დაბერდა…


აი, მტყუანს? 😉
1010603_463290673764356_760537719_n

მათთვის, ვინც მსგავსი კითხვა დამისვა… 😛

მოკლედ, როგორც ბოლო პოსტში გაუწყებდით, 20 ივნისს ეკა კვალიაშვილის საღამო სახელწოდებით „ეკა და მეგობრები“ უნდა გამართულიყო. ასეც მოხდა და ავღანეთში ქართველი ბიჭების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ერთხელ უკვე გადადებული საღამო დიდი წარმატებით ჩატარდა.

იმავე პოსტიდან ისიც უკვე იცით, ამ მომღერალთან როგორი დამოკიდებულება მაქვს და ადვილი წამოსადგენია, როცა ეკასგან პირადი მიწვევა მივიღე, როგორ გამიხარდა! მოკლედ, ყველაფერი გადავდე და გავიქეცი.

არაჩვეულებრივი საზოგადოება დამხვდა, ის ადამიანები, რომლებიც სცენაზე დიდი ხანია, ისეთი სიხშირით აღარ გვინახავს, როგორც მიჩვეულები ვიყავით და როგორც გვენატრებოდა.

გიანონსებდით და, მისულს ანრი ჯოხაძე, „ალილო“, „ფორტე“, ნუკრი კაპანაძე, კვარტეტი „თბილისი“, ჯემალ სეფიაშვილი დამხვდა და ქართული ესტრადითა და მრავალხმოვანებით კიდევ ერთხელ დაგვატკბეს. აქვე არ შემიძლია, მადონა ოლქიაშვილის სიმღერა არ გამოვარჩიო. ესაა არაჩვეულებრივი გოგონა, რომელმაც თავისი ვოკალური შესაძლებლობებით მეც და ჩემი მაგიდის წევრებიც ნამდვილად გაგვაოცა. (სხვა სტატისტიკა არ მაქვს, თუმცა, ოვაციებიდან გამომდინარე, სხვა სტუმრებიც ამავე პოზიციას უნდა ფლობდნენ).

რაც მთავარია, ბეეევრი, ბეეეეევრი ექსპრომტი! 🙂

ეკას რაც შეეხება: უფრო ლამაზი, ძალიან ნიჭერი და ძალიან შარმიანი ისევ სცენაზე იდგა და თავის მშვენიერებას ყველას დაუნანებლად გვაფრქვევდა.

ნუკა გვალიას მხარდასაჭერად სტუმრებისთვის არაყ „გრუმის“ მოპოვების მიზნით  ერთი პატარა კონკურსიც გაიმართა (ეს უკვე ეკასა და ნუკას პიარ მენეჯერ მაცაცო კევლიშვილის ხელწერა იყო). 🙂 სამწუხაროდ, ჩვენი მაგიდის წევრებმა ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ ოთხი მონაწილიდან ერთადერთ გოგონას ღირსეულად დაუთმეს არაყი „გრუმი“.

ერთი სიტყვით, ეკას საღამოდან სასიამოვნოდ დამუხტული წამოვედი. თქვენ, ვინც არ ყოფილხართ, სანანებლად (^_^) საღამოს მოკლე კოლაჟს დაგიტოვებთ, მე კი სცენაზე ჩვენი საამაყო დივას ამაყ ნაბიჯებს კვლავ ველოდები და ეკასაც და ნუკასაც უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. 🙂

https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=tnw-CR9dyGo

თქვენ კი აუცილებლად დარეკეთ: 0 903 700 002! 😉

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: