დიეტა შიმშილს არ ნიშნავს – გიმხელთ ჩემს საიდუმლოს ;)


980918ბოლო დღეებში ჩემს მეგობრებს სულ უფრო მეტად უწევთ იმაზე საუბარი, როგორ მოიმატეს, როგორ უნდათ წონაში დაკლება და ზაფხულის რელაქს სეზონისთვის სრულყოფილ ფორმაში ყოფნა.

მართალია, მე ეს თემა დიდად არ მაწუხებს, მაგრამ რეფლექსი, ვიყო ფორმაში, მგონია, დაბადებიდან დამყვა. 🙂

რამდენადაც ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდი სურვილი მაქვს, ყველა ქალი (და არა მხოლოდ ქალი) კარგად გამოიყურებოდეს, თავად შინაგანად თავს კარგად გრძნობდეს და დიეტასმოყოლილი ყველანაირი პრობლემის გარეშე მშვიდად იცხოვროს, მე ჩემს „ოქროს წესს“ გაგანდობთ.

საქმე იმაშია, რომ ყველა, ვინც დიეტის დაცვას იწყებს, პირველ ეტაპზე გასახდომად იმდენად შემართულია, ხშირად დიეტის ბოლომდე ნებისყოფა არ ყოფნის, ორგანიზმი სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო „ნედლეულს“ სთხოვს და რამდენადაც დანაკლისი სახეზეა, სრულიად ლოგიკური პროცესი – ნერვული აშლილობა იწყება. თუმცა, ესაც ისევე, როგორც ბევრი სხვა პროცესი, ინდივიდუალურია და ყველა შემთხვევაში სხვადასხვანაირად გამოვლინდება.diet-healthy-eating-135898423

ყველაფერთან ერთად თავს საჭმლისმომნელებელი სისტემის გაუმართავი მუშაობა იჩენს და კუჭი ხშირ შემთხვევაში ისე ღიზიანდება, ფსიქოლოგიურთან ერთად თავს ფიზიოლოგიური პრობლემაც გვახსენებს.

ჩვენს რეალობაში ყველაზე არასასიამოვნო ის ფაქტია, რომ ადამიანები ხშირად სხვის მიერ დაცულ დიეტას მარტივად იღებენ და სულ არ ინტერესდებიან, საკუთარ ორგანიზმს რეალურად რა სჭირდება.

ამიტომაც ერთ კარგ რამეს გირჩევთ, იმას, რაც ყველასთვის მისაღებია.

იქიდან დავიწყოთ, რომ ადამიანის ორგანიზმში მუდმივმოქმედი პროცესი მიდის და ჩვენგან იმაზე ფაქიზ დამოკიდებულებას ითხოვს, ვიდრე ამას კვების სფეროში არსებული ბაზარი გვთავაზობს.

მედიკოსები ყურადღებას ყოველთვის იმ ფაქტზე ამახვილებენ, რომ შიმშილი სასტიკად მიუღებელია, მეტიც დღის განმავლობაში კუჭში 4 საათის ინტერვალით საკვები აუცილებლად უნდა მოხვდეს.

სიმართლე გითხრათ, 16 წლის განმავლობაში ცეკვის მუდმივად დატვირთული რეჟიმიდან ნაკლებ აქტიური ცხოვრების წესზე გადასვლა ფსიქოლოგიურად, ალბათ, გამიჭირდებოდა, რომ არა ეს მეთოდი.

მოკლედ, რაშია საქმე: თუ მსოფლიოს წამყვანი მედიკების რჩევებს გავითვალისწინებთ, საუკეთესო გამოსავალი იმაშია, ყოველდღე ერთ და იმავე დროს იკვებოთ. ეს თქვენს ორგანიზმს განსაკუთრებულ „სიამოვნებას“ მიანიჭებს, რადგან ჯანმრთელობის დაცვა გარანტირებული გაქვთ.

VES2a6c61_15ONa23bთუ დიეტოლოგთან სიარული, გეგმიური გამოკვლევა და ა.შ. თქვენს გეგმებში არ ჯდება, ჯობს, დრო ისე გადაანაწილოთ, რომ საღამოს საათებში კვება გვიან არ მოგიხდეთ, ეს რეკომენდებული არაა. თუმცა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ უნდა გადადოთ და ინდივიდუალური გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ.

სასურველია, დილის 08:00სთ-ზე ჰერკულესის ფაფა შემდგომში ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად მიირთვათ (გაითვალისწინეთ, ხსნადი ყავა რეკომენდებული არაა). 4 საათში, ანუ 12:00სთ-ზე შეგიძლიათ, ნებისმიერი პროდუქტი ზომიერი რაოდენობით მიიღოთ, თუმცა აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკვები მაქსიმალურად ჯანსაღი უნდა იყოს. 16:00სთ-ზე, ასევე, ნებისმიერი საკვების მიღება შეგიძლიათ ზომიერი რაოდენობით, საღამოს 20:00სთ-ზე კი იოგურტი, მაწონი, გნებავთ კეფირი. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვერცხის შემცველი პროდუქტი დაძინებამდე დაახლოებით 6 საათის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ.

რაც შეეხება ე.წ. ზომიერ რაოდენობას.

მედიცინა ერთ კარგ გამოსავალს გვთავზობს: განასხვავეთ მადა და შიმშილი ერთმანეთისგან.

მე ვეთანხმები, რადგან კვების აღნიშნული რეჟიმი დიეტის მსგავსად შიმშილის საშუალებას არ მოგცემთ, ყოველდღე ერთი სისტემით კვება კი თავად „განიშნებთ“, როდის გშიათ ან მადა როდის გეძალებათ. ასე მარტივად განსაზღვრავთ, თავად ორგანიზმს რა სურს, თავად გიკარნახებთ.

თანაც ამ ყველაფერს სულ ცოტა ფიზიკურ აქტივობასაც თუ დაურთავთ, წონაშიც დაიკლებთ და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.gbg-1-day-diet-girl

მოკლედ, თქვენი არ ვიცი, მაგრამ რაც აქტიურ ცეკვას თავი დავანებე, ამ რეჟიმით ცხოვრებას ვცდილობ და სტაბილურად ჩემს წონას 45,5 კგ-ს ვინარჩუნებ, რაც მთავარია, ჯანმრთელი ვარ, არც სახის კანის პრობლემას ვუჩივი (რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ხოლმე ჩვენთვის) და თავს თავისუფლად, მსუბუქად და ბედნიერად ვგრძნობ. 🙂

მოკლედ, შეგიძლიათ, მშვიდად შეუდგეთ ჯანსაღად ცხოვრების წესის დაცვას, ჩვენ ხომ ვიცით, საკუთარი სილამაზისა და წარმატების საიდუმლოს ადამიანები არც ისე ხშირად გასცემენ. 😉

diet_four_letter_word_news_625x430რაც მთავარია, ერიდეთ შემწვარს, ზედმეტად მწარეს, მჟავეს, ტკბილს. თუ ძალიან გიყვართ და კონკრეტული პროდუქტის გარეშე ვერ ძლებთ, მცირე რაოდენობით მიირთვით და ჯანსაღი საკვებით იკვებეთ.

წარმატებებს გისურვებთ!

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: