ჩვენი 31/05/2013 – მიოს ერთი ტკბილი საღამო


ჩვენ კულტუროლოგები ვართ, თსუ-ს კურსდამთავრებული კულტუროლოგები, „კაკოს კულტუროლოგები”…

5 წელი გავიდა, ყველა მოუცლელი და დაკავებულია, მაგრამ ერთმანეთის სანახავად, ჩასახუტებლად და მოსაფერებლად ერთი ლამაზი საღამო ერთმანეთს მაინც მივუძღვენით.

დიდი გადადებების, ფიქრის, გრაფიკის შერჩევისა და ალიაქოთის შემდეგ შეხვედრა მაინც მოვახერხეთ და 31 მაისს ჯგუფელებმა ძველი თბილისის ერთ პატარა კუთხეში უნივერსიტეტის დამთავრების 5 წლისთავი მაინც აღვნიშნეთ.296489_191156267596622_3909205_n

თავიდან დავიწყებ…

2004 წელს ძველი წესით მისაღები გამოცდები ჩავაბარეთ და პირველივე დღეს პირადად თუ არა, ათასობით აბიტურიენტში ერთმანეთი შორიდან შევათვალიერეთ. პირველი, ვისაც დავუმეგობრდი, თეო შაყულაშვილი იყო.

მერე ნინო თავხელიძე და თათია ბროლაძე გავიცანი და სახლში დაბრუნებულმა ბედნიერმა მათი ტელეფონის ნომრები საგულდაგულოდ შევინახე. ეხუმრები? უკვე ნანატრი თსუ-ს სტუდენტი ვიყავი და ჯგუფელები მყავდა! 🙂

მოკლედ, როგორც იქნა, სასწავლო წელიც დაიწყო და თსუ-ს პირველ კორპუსთან ნინოს და თათიას ყურებამდე გაღიმებული შევხვდი. ზუსტად მახსოვს, რა ეცვათ და როგორ გამოიყურებოდნენ, ნინოს მაღალყელიანი შავ-თეთრი პრინტით გაფორმებული ზაფხულის ჩექმა და შავი კაბა, თათიას კი თეთრი პიჯაკი, ასევე, პრინტიანი თეთრი ქვედაბოლო და შავი ჩექმა ეცვა 🙂 ნინოს ე.წ. “მელირება” ახალი გაკეთებული ჰქონდა და გასწორებულ თმას საყვარლად იქნევდა აქეთ-იქით, თათიას თმის ბოლოები “აკრუჟავებული” ჰქონდა და როგორც ახლა, ფიფქიას ჰგავდა…

941253_608482889163163_1193193039_n550041_539261656118353_531736578_nპირველივე შთაბეჭდილება ჩვენი (ესთეტიკის) კათედრის ხელმძღვანელმა კაკო ყულიჯანიშვილმა მოახდინა, მისი სახით ისეთი მშვიდი, კეთილშობილი, სანდომიანი ადამიანი დაგვხვდა. კათერაზე წაგვიყვანა და იქვე მოგვახსენა, გაიარეთ, გაისეირნეთ, ერთმანეთი გაიცანით და ჯგუფხელიც აირჩიეთო.

მოკლედ, ყველაზე ახლოს შესაფერისი ადგილი „მზიური“ იყო და ჩვენც თსუ-ს მეორე კორპუსიდან ჭავჭავაძის გამზირს ავუყევით. ახლა რომ მახსენდება, ისეთი ტკბილია ყველაფერი, არავინ იცის. ტელეფონის ნომრებით დაწყებული, ერთმანეთის დაბადების დღეებით დამთავრებული, ყველაფერი ჩავინიშნეთ და წამოსვლისას გზად, ასეთი აქტიური ხარ და ჯგუფხელი შენი იყავიო, ბავშვებმა. 🙂 რატომ არ მიკვირს, ნეტა? ბევრი ვილაპარაკე აშკარად. 🙂 გავარკვიეთ, რომ სულ 33 ვიყავით და აქედან 2 ბიჭი გვყავდა – ლევანი და გოჩა.

თუმცა, მალევე, ჯგუფხელის „თანამდებობა“ ჩვენი ერთ-ერთი ლექტორის ლია წურწუმიას თანხმობით, სხვამ გადაიბარა.

მაგრამ მნიშვნელოვანი ეს არ არის. მნიშვნელოვანი თავად ჩვენი „წურწუს“ ლექცია-კოლოკვიუმ-სემინარები იყო, როცა აუდიტორიაში თუ გარეთ ლამის ქრისტეს ტირილი იდგა! პირველივე კოლოკვიუმზე მხოლოდ იმიტომ, რომ დასაზუსტებლად კითხვა შევუბრუნე, გაზაშვილი, არ იციო და ორიანი „მწყვიტა.“ სამაგიეროდ, ყველაზე კარგად მისი საგანი ვიცოდით. 😀 თან სულ იმას ამბობდა, გაზაშვილი, რომ გიყურებ, სულ მგონია, ერთი სული გაქვს, ლექციიდან როდის გახვალ, რომ სიგარეტს მოუკიდოო, მაგრამ მერე ყინწვისში ექსკურსიაზე წავედით და იმის მერე ერთად ვეწეოდით ხოლმე. 🙂

მომენატრნენ…

ნანა გულიაშვილი – ადამიანი, რომელთანაც ისეთი მოკრძალებული ვხდებოდი, არავის რომ არ ვახსოვარ. თეონა ორკოდაშვილი – ჩემი „თავდასხმების“ მუდმივი მსხვერპლი, სულ ვმაიმუნობდი. დემურ ჯალაღონია – იშვიათი მეგრელი, ძალიან კეთილშობილი ადამიანი, რომლის გახსენებაზეც ის სიმშვიდე მე თვითონ მიკაკუნებს კარზე. ირაკლი ბრაჭული – ჩემი დიდი განმანათლებელი, ერთად ვკამათობდით მონარქიასა და ანარქიაზე და საბოლოო ჯამში მაინც კონსტიტუციურ მონარქიაზე ვთანხმდებოდით. 🙂 ნაირა ბერია – ადამიანი, რომელმაც ნამდვილად გვასწავლა, რა არის ლოგიკა, ლექტორი არასდროს ყოფილა, სულ ჩვენი მეგობარი იყო. გია ბარამიძე – ძალიან, ძააააალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანი, ყოველთვის მომწონდა. ბოლოს, ყველაზე ბოლოს ყველაზე ტკბილი ლუკმა – ჩვენი ბატონი კაკო – კაკო ყულიჯანიშვილი, რომელზეც მეტს არაფერს ვიტყვი. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრეთ, უკვე რამდენჯერმე ძალიან ვიამაყე მისი სამოქალაქო პოზიციით და კაცობით!

ყოველთვის ვამბობ, რომ ლექტორები, როგორც ასეთი, არსებული გაგებით, არ მყოლია, მე კარგი პედაგოგები, კარგი მასწავლებლები მყავდა (ერთი ადამიანის გარდა :D). 

4 წელი ერთად ვიყავით, ვსწავლობდით, ვერთობოდით, ბევრჯერ სხვადასხვა დონეზე „ვახალტურებდით“, მაგრამ სიყვარული მაინც მეოთხე კურსზე „დაგვიმჟავდა.“ აი, მეოთხე კურსის ბოლოს ე.წ. „კურილკაში“ ლევანს გოგოებმა ყავის ჭიქების გადატრიალება რომ დააწყებინეს, მაშინ მივხვდით, რომ ბევრი რამ შეიცვალა და ერთმანეთი უკვე აღარ გვეთმობოდა.

კათედრის გასაღები სოფო ციხისელს ჰქონდა და „კურილკაშიც“ ის დიასახლისობდა, აი, ჯვარი წერია და, „მკვდარი ვიყო, ავდგების“ პოზიციიდან როცა უნდა მისულიყავი და გეთხოვა, მზად იყო, სულ ყავას აკეთებდა. 🙂 ერთხელ დილაუთენია, 9 საათზე ბატონ კაკოს კათედრა ღია და სოფო წინა დღეს დაგროვილი ჭურჭლის რეცხვაში ჩაფლული, მერე სხვადასხვა დროს კათედრაზე დედაჩემის საფირმო კონიაკის ჭიქებით ხელში ყველა ერთად, აგნიასებული და ადუღებულები რომ გვნახა, მომდევნო შეხვედრაზე სოფოს კი უთხრა, ხო, ხო, ხო, რას იფერებთ ვაკის სამოთახიანსო! 🙂 (კათედრაზე 3 ოთახი იყო).

მოკლედ, ძალიან მიყვარს „ჩემები,“ ძალიან და მათთან ერთად გატარებულ წლებზე რაც უფრო მეტს ვიხსენებ, მით უფრო მენატრება ის დრო…

ახლაც ყველა დავიფანტეთ, დავსაქმდით, ბევრი უკვე დედაც გახდა და ბევრსაც ველოდებით, მაგრამ ერთმანეთი რომ ვნახეთ, ისევ ისეთები ვიყავით, თითქოს, სადაც გავჩერდით, იქიდან გავაგრძელეთ…

რაც დრო გადის, ერთ რამეს კიდევ უფრო მეტად განვიცდი: მე მათ ძალიან იშვიათად ვხვდები…

მაგრამ ცოტა ხანს, ექსკურსიამდე, პირადად თუ ვერ გნახეთ, ამ ფოტოებზე მაინც მოგეფერებით. :*

მიყვარხართ უზომოდ, უუუზომოდ! ❤

ჯასთ 2013 წლის 31 მაისი 🙂 ❤

(ფოტოების ახლო ხედით სანახავად დააწკაპუნეთ)

944390_654873917872664_1166568113_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

935989_654874001205989_983796728_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მე და თათია

9993_654873884539334_1664481182_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინო და მე 

970537_656962404330482_165906066_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

431953_656962400997149_903524220_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

968937_656962600997129_931991553_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: