ადამევიანნი ქართულად, ანუ გიმხელთ პირად გამოცდილებას ;)


Imageძალიან ვეცადე, ეჭვიანობის შესახებ თემის წერისას ოტელოსა და დეზდემონას თემისთვის გვერდი ამევლო, თუმცა აბრეშუმის ცხვირსახოცის კონცეფცია 21-ე საუკუნეშიც კი ისეთი აქტუალურია, არაფერი გამოვიდა.

პრინციპში, ეს გასაკვირი არცაა, თუკი თანამედროვე რეალობასა და შექსპირის ეპოქას შევადარებთ, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მთავარი – მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის საწყისები და დაბოლოებები – კვლავ თავის ადგილას დარჩა.

რომ არა ჩემი მწარე გამოცდილება, ალბათ, სხვის მაგალითზე არ მოგიყვებოდით, მაგრამ ახლა, როცა ჩემს თავს წარსულის ყველა ქარიშხალი ჩავლილია, მოგახსენებთ…

ახლა აბრეშუმის ცხვირსახოცით არავინ დადის და თუ არსებულ რეალობას გავითვალისწინებთ, აღარცაა საჭირო. დღეს (ალბათ, ისევე, როგორც დეზდემონას ეპოქაში) ეჭვიანობისთვის მთავარ მოქმედ ნივთს მნიშვნელობა არ აქვს, აქ უკვე მთავარი ისაა, ემოციისგან ისედაც დაცარიელებულ სამყაროში რამე ახალი გამოჩნდეს.Image

აქ მთავარი „სიახლეა“ თუნდაც საკუთარი და საყვარელი (!) ქალის ნერვების, ორივე თქვენგანის მაკავშირებელი გრძნობისა და ამ გრძნობით ტკბობისთვის საჭირო დროის კარგვის ფასად…

არ ვიცი, თქვენთვის თუ გამოდგება მაგალითად, მაგრამ მე ასეთი რამ უფრო ხშირად მემართებოდა: როგორც წესი, „მისთვის“ პრობლემას ჩემი “ფეისბუქ პოსტები” წარმოადგენდა. გეცინებათ? უკვე დიდი ხანია, მეც. 🙂

აქ რომ მხოლოდ პოსტებში, ე.წ. „ლაიქებში“ ან კომენტარებში ყოფილიყო საქმე, კიდევ გაიგებდა კაცი, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არაა…

მამაკაცს, რომელსაც ენდობი, რომლის გარშემოც და პარალელურადაც შენივე სამყარო წინ მიიწევს, საკუთარი ცხვირის მიღმა სხვა არაფრის დანახვა რომ არ შეუძლია, აქ ეძებს იმ „ახალს“. მე თუ მკითხავთ, ზოგადად პრობლემა ასეთი ადამიანების სისუსტეშია. არ ვიცი, თანდაყოლილია ეს თუ შეძენილი, მაგრამ ფაქტია, ასეთი მამაკაცების პატარა კაცობის სინდრომის გამო ისევ ქალებს ექმნებათ პრობლემა – მოგონილი პრობლემა.

ამ დროს კი ყველაზე ჭკვიანი სახით გიყვებიან, რა კარგია, როგორ მოსწონთ, როცა ქალი ჭკვიანია, უკომპლექსო (კაცმა არ იცის, მგონია, არც თვითონ, ამაში რას გულისხმობენ), კონტაქტური, ყველა სიკეთესთან ერთად ლამაზი და ა.შ.Image

რეალობა კი, ძირითადად, სხვაგვარია: ასეთი მამაკაცი შეგამჩნევს ჭკუას? საფრთხეს ხედავს – შანსია, ჭკუაში მასვე აჯობო. შეგამჩნევს უკომპლექსობას? კვლავ საფრთხე – შანსია, ჭკვიანი ქალი მისი აღარ იყოს (უკვე წინააღმდეგობა). შეგამჩნევს კონტაქტურობას სხვის მიმართ? კვლავ საფრთხე + საკუთარი თავის მიმართ არასრულფასოვნების კომპლექსი. და თუ ამ ყველაფერთან ერთად გაუმართლა და გვერდით ლამაზი ქალიც ჰყავს, ჩათვალეთ, ეს ყველაფერი ათმაგდება, არა, თორმეტმაგდება. 🙂

მოკლედ, ქართული ანდაზის თანახმად, „საითაც გავიწიე, იქით გაწყდაო“, როგორი სუფთა და მართალიც უნდა იყო, ამ კატეგორიის მამაკაცს თუ გადაეყარე, არც ახსნას, არც ქმედებას, არც მის სიმშვიდეზე და თქვენს გრძნობაზე, ნაფერებ ურთიერთობაზე ზრუნვას აზრი აღარ აქვს.

რატომ მოგახსენეთ:

გოგონებო, ქალბატონებო, ჩემო საყვარლებო, თუ თქვენც აღმოჩნდით ასეთ სიტუაციაში, გილოცავთ! შანსი გაქვთ, ყველას და ყველაფერს, ვისაც რაიმეში ეჭვი ეპარება, იმის მიუხედავად, საჭიროდ თვლით თუ არა, დაუმტკიცოთ, რომ ქალი თაროზე შემოსასკუპებელი თოჯინა კი არა, მისი საყვარელი მამაკაცის დიდი პლუსია.

პატივცემულო მამაკაცებო, თავად ჩაიხედეთ საკუთარ თავებში, ხმამაღლა ნუ იტყვით, ისე, თქვენთვისვე აღიარეთ, სად შეცდით და ქალს ნუ მოსთხოვთ პასუხს მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზი და ჭკვიანი დაიბადა. თავადვე გეყოთ ჭკუა, მიხვდეთ, თქვენს გვერდით მყოფი ჭკვიანი ქალი თქვენივე სიმდიდრეა და თუ ქართველებს ჭკუა მოეკითხებათ, ზუსტად ამიტომაცაა, ცოლს ტრადიციულად ქმრის ნამუსად რომ მიიჩნევდნენ.

მე კი გთხოვთ, ექსკლუზიურად საკუთარ თავზე ნუ მოირგებთ ტრადიციას, ნუ დარჩებით მხოლოდ ყანწის პატრიოტებად და რეალურად, ქართული ტრადიციისადმი თქვენი დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრებით დაამტკიცეთ და არა მანდილოსნების სადღეგრძელოს წარმოთქმისას ფეხზე წამოდგომით და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების რახარუხით.

თუმცა, ეს მხოლოდ ქართული მენტალიტეტის პრობლემა არაა. ეს იმ არაქართველების პრობლემაცაა, რომლებიც ქართული მენტალიტეტისგან გათავისუფლებას ცდილობენ.

დაიმახსოვრეთ, თავადვე ნუ გამოუტანთ საკუთარ თავებს განაჩენს, ნუ მოჭრით ტოტს, რომელზეც თვითონ სხედხართ!

აუცილებელი არაა, ბოლომდე თქვათ ყველაფერი, აცალეთ, მასაც ათქმევინეთ, შეიძლება, ის თქვენზე ჭკვიანურს ამბობს. 🙂

და ერთი რამ კარგად გაიაზრეთ:

ბოლოსდაბოლოს, შეუცვლელი არავინაა. 🙂

ქალებს რაც შეეხებათ:

ნუ შეგეშინდებათ ისეთი ადამიანის დაკარგვის, რომელიც თავს მამაკაცად ასაღებს, მკერდში კი წრუწუნას გული აქვს, ცრუობს, როცა ვაჟკაცობას სიტყვიერად გიმტკიცებთ! არავის მისცეთ საშუალება, კარგი ქალის, კარგი მეუღლის, კარგი დედის, კარგი მეგობრის, ბოლოსდაბოლოს კარგი რძლობის (საქართველოში ხომ ასე მნიშვნელოვანია) უფლება წაგართვან!yes

იცით, რატომ?

მე კვლავ ვტკბები ჩემი, პიროვნული თავისუფლებით და ასეთი მოვკვდები. თქვენც გთხოვთ, სადაც, ვისთანაც, რა მდგომარეობაშიც უნდა იყოთ, ნუ დაგავიწყდებათ, თქვენ იმ ადამის ნეკნისანი ხართ, რომელიც თავადვე შეაცდინეთ! 😉 

სიყვარულით მიო ❤

10 thoughts on “ადამევიანნი ქართულად, ანუ გიმხელთ პირად გამოცდილებას ;)

    1. გმადლობთ, აქვე არანაკლებ ღრმა და ელეგანტური რევერანსით გპასუხობთ 🙂

  1. მიო,ძალიან გულისყურით და თან ორჯერ გადავიკითხე შენი ნააზრევი. ძალიან ჭკვიანი ხარ და კარგა ფიქრობ. ერთი რაგაც მაეჭვებს, იქნებ სიჭკვიანე, სილამაზე და ა. შ არ აფრთხობს მამაკაცს და უბრალოდ არ უყვარს ის გოგო. არ ვიცი, რამდენად მცდარად ვფიქრობ ამ წუთას, მაგრამ ცხოვრება ხომ დიდი სკოლაა, დამეთანხმები. ბევრი რამ მასწავლა ამ ცხოვრებამ და რატომგაც ამ დასკვნამდე მიმიყვანა. და ერთიც,-ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის და ერთნაირად არ ემორჩილება ზოგად დებულებებს თუ დასკვნებს. ვრცელი კომენტარი გამომივიდა, მაგრამ მოკლედ ვერ ვიტყოდი იმას, რისი თქმაც მინდოდა და ამ გრძელი კომენტარითაც ვერ ვთქვი სათქმელი აშკარად .

  2. გელა, მამაკაცებს, რომლებსაც შესაძლოა, ქალი არ უყვარდეთ, მე გზა დავუტოვე: უბრალოდ არ უნდა იყონ იმ ქალთან, თუ ვერ აცნობიერებენ, სწორედ ჩემი პოსტის თანახმად, ისევ თავად აგებენ მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტია: სამწუხაროდ აფრთხობთ. ესაც ჩემი გამოცდილების, ჩემი ცხოვრებისა და ყოველდღიურობის ნაწილია 🙂
    თუმცა, შენი აზრის გასამყარებლად აქ არის ერთი “მაგრამ”, რომელიც საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული მამაკაცების კატეგორიასთან როცა გვაქვს საქმე, ძირითადად აქ ჩნდება ხოლმე, რატომ, ვფიქრობ, ამას აუხსნელადაც მიხვდები 🙂

  3. მე კვლავ ვტკბები ჩემი, პიროვნული თავისუფლებით და ასეთი მოვკვდები ❤

  4. ეს თემა რომ შეგეხოს, სულ მცირე ორმხრივი სიყვარულია ხომ საჭირო? ჰოდა მე არ მეხება მაშინ და ”მხართეძოზე წამოლილმა” შემიძლია წავიკითხო. 🙂

Leave a reply to დავითი Cancel reply