ქართველი გოგონების საყურადღებოდ: “ბაზარს” ნუ აფუჭებთ! ანუ კოჰაბიტაცია ჩვენებურად :)))


 4 დღის წინ, ანუ ბლოგის შექმნიდან მეორე დღეს მეგობარს კაფეში შეხვედრაზე შევუთანხმდი და როგორც ყოველთვის, მივასწარი.


ჩამოვჯექი და ველოდები მოთმინებით. ახლადშემოსულმა ორმა ახალგაზრდა ქალმა ჩამიარა გვერდით, რომელთაც ასევე ორი ახალგაზრდა მამაკაცი ახლდათ.

ჩემთან ახლოს, სადღაც სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩამოსხდნენ და მესმის ერთ-ერთი გოგონას ხმა:
– რა კარგ ფერზე აქვს თმა.
– ჰო…-აჰყვა მეორე,-გაღიავებული აქვს…
და უცებ:
– რა თმა, შენსავით შავი ულვაშები კი არ აქვს, ნახე რა ქალია, შჩმა (მე მაპატიეთ, პირადული არაფერი (მ.გ.) – ერთ-ერთმა ბიჭმა და ვგრძნობ, როგორ მოტრიალდა ყველა…
– რა ვქნა, მე შავგვრემანი ვარ…-ისევ პირველი გოგონას ხმა.
– შავგვრემანი კი არა, ტალახიანი ხარ, შჩმა! (კვლავ პატიებას ვითხოვ) – ჩემდა გასაოცრად, ოთხივე იცინოდა.

აქვე ისიც ვიგრძენი, თვითონ როგორ მომეშალა ნერვები… 


იმაზე კი არა, რომ ჩემს ზურგსუკან ორი სულელი და ორი მათზე კიდევ უფრო სულელი და უკულტურო იჯდა…


არც იმაზე, რომ ამ სისულელეებს დაუფარავად ლაპარაკობდნენ…


არც მხოლოდ იმის გამო, რომ პირველად არ მომხდარა მსგავსი და შევეჩვიე…


სრულიად შეურაცხადი გავხდი, როდესაც ამ სიტყვების შემდეგ გოგონა, რომელსაც მისივე თანმხლებმა მამაკაცმა, რომელიც, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, მისი შეყვარებულია და რომელმაც შეურაცხყოფა იმავე ქალის თანდასწრებით მიაყენა, რომლის მიზეზითაც საერთოდ დაიწყო ეს დიალოგი, სრულიად უთავმოყვარეოდ ისეთივე წარმატებით შესციცინებდა თვალებში, როგორც დასაწყისში…

იქნებ, გაგეცინოთ კიდეც, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რამდენჯერ მიფიქრია ამ თემაზე და ქალი ბევრ საკითხში შემცოდებია, მაგრამ უნდა გამოვტყდე, აღარ შემეცოდა. რაღაცნაირად მომინდა, მივსულიყავი, ხელი მომეკიდა და კოქტეილივით კარგად შემენჯღრია…

იქნებ, მე არ მესმის, ან კიდევ უკეთესი – სხვანაირად მესმის, მაგრამ ეს, ჩემი აზრით,  უთავმოყვარეობაა…


მე კი არცერთი ქალი, თმის ფერის მიუხედავად, უთავმოყვარეობისთვის არ მემეტება. სამაგიეროდ, იმ მამაკაცს ემეტება, ვინც თავად ჰყავს გვერდით და ავტომატურად ბუნებრივი კითხვა მიჩნდება: რატომ ჰყავს?


და აქვე გამახსენდა დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელ facebook-ზე ნანახი პოსტი, არ დამეზარა, მოვძებნე, თუმცა  ავტორის ვინაობა ვეღარ დავადგინე, მაგრამ განსჯისთვის შემოგთავაზებთ:


“ვეძებ მდიდარ ქმარს ანუ ნუ იყიდით ლამაზ ცოლს!


დღესდღეობით “ წარმატებული“ ქორწინებისათვის ფინანსურ სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. არსებობს გამოთქმა, რომ “ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ “პორშეში” ტირილი სჯობს ველოსიპედზე ტირილს”. 


ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ახალგაზრდა გოგონები კომფორტულ ცხოვრებას და მდიდარ ქმრებს ეძებენ.


აშშ-ში პოპულარულ ფორუმზე გამოჩნდა განცხადება, რომელსაც უცლველად გთავაზობთ:


სათაური: “რა უნდა გავაკეთო, რომ მდიდარ მამაკაცზე გავთხოვდე?”


– მე გადავწყვიტე, გულახდილად გიამბოთ ჩემი ისტორია: ვარ ლამაზი გოგონა კარგი გემოვნებით და მსურს გავხდე მდიდარი მამაკაცის მეუღლე. მისი წლიური შემოსავალი მინიმუმ 500 ათას დოლარს უნდა შეადგენდეს. მოგეხსენებათ, ნიუ-იორკში თუ ადამიანს წლიური შემოსავალი მილიონზე ნაკლები აქვს, ის საშუალო ფენად ითვლება, ამიტომ არ მგონია, ბევრს ვითხოვდე. თქვენი დახმარება მჭირდება. მიპასუხეთ შემდეგ კითხვებზე, რომ გამიადვილდეს მომავალი მეუღლის პოვნა:


1) სად იკრიბებიან მდიდარი “სასიძოები”/ოჯახის შვილები (მაინტერესებს ზუსტი მისამართები ბარები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები)

2) რომელი ასაკობრივი ჯგუფი ვარჩიო?
3) ჩემი დაკვირვებით, მდიდარ მამაკაცებს ხშირად საშუალო გარეგნობის ცოლები ჰყავთ და როგორ ახერხებენ ეს ქალბატონები მათ მოხიბლვას?
4) ვინაიდან ჩემი მიზანია გათხოვება, როგორ იღებთ გადაწყვეტილებას გოგონა თქვენი მეუღლე გახდეს თუ უბრალოდ გელფრენდი…

რამდენიმე საათში გამოჩნდა საინტერესო წერილის პასუხი, პასუხის ავტორი იყო JP Morgan -ის დირექტორი.


პასუხი:


გამარჯობა, გავეცანი თქვენს წერილს. ის საკმაოდ საინტერესოა და დარწმუნებული ვარ, ბევრი გოგონაა, რომლებსაც იგივე კითხვები აწუხებთ, რაც თქვენ. ჩემი წლიური შემოსავალი გაცილებით მეტია ვიდრე 500 ათასი, თუმცა თქვენი ცოლად მოყვანა არასწორი გადაწყვეტილება იქნება ჩემი მხრიდან. მსურს, აგიხსნათ ჩემი გადაწყვეტილება:


თქვენ მე ჩვეულებრივ გარიგებას მთავაზობთ, სადაც ერთი მხარე პროდუქტს –  „საკუთარ სილამაზეს“ აწვდის, რაშიც მეორე მხარე იხდის “ფულს“. ერთი შეხედვით, ყველაფერი გასაგები და მარტივია, მაგრამ ამ გარიგებაში არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა: თქვენი სილამაზე წლიდან წლამდე დეპრესიაციას განიცდის, ჩემი ფული კი წლიდან წლამდე გაძლიერდება. ეკონომიკის თვალით თუ შევხედავთ, ჩემი ქონება წლიდან წლამდე დაფასდება და თუ დიდ შეცდომას არ დავუშვებ, ფული არ დაიკარგება, ხოლო თქვენი „ქონების“ ანუ სილამაზის „ფასი“ კი წლიდან წლამდე დაეცემა.

ვეცდები გამოვიყენო ტერმინები, რომლებსაც ჩვენ ვოლსტრიტზე ვიყენებთ, როცა ქონებას ვიძენთ. თუ მისი ფასი ეცემა, ასეთ ქონებას ან ვყიდით, ან ლიზინგით გავცემთ. იგივე ემუქრება თქვენი ქორწინების გარიგებასაც. ამიტომ მე გირჩევდით, შეწყვიტოთ ოცნება მდიდარ ქმარზე და თავად მოიპოვოთ სიმდიდრე, საწყენად ნუ მიიღებთ, მაგრამ ჩვენ სეგმენტში მაქსიმუმ როგორც მოკლევადიანი აქტივი ანუ საყვარელი, ისე „გიყიდოთ“.

აღნიშნული პოსტი facebook-ზე მე პირადად ასეთი სათაურით გავაზიარე:


“ქართველი გოგნების საყურადღებოდ: ნუ აფუჭებთ “ბაზარს”! :)))”


რატომ მაინცდამაინც ასე მკაცრად?


Mio’s BlondBlog-ის ერთ-ერთ პირველ პოსტს გამოხმაურება იმ კუთხით, მოჰყვა, “პატიოსანი” ბრჭყალებში რატომ წერიაო…


ზუსტად ამიტომ, ჩემო მეგობრებო, რომლებმაც ბლოგზე განხილვის ნაცვლად პირადად წერა არჩიეთ…


ზუსტად იმიტომ, რომ ქუჩებში, უნივერსიტეტებში, ჩემდა სამწუხაროდ, სკოლებშიც კრავები და “ყველაზე საყვარლები და ყველაზე ძერსკები” დადიან…


ზუსტად იმიტომ, რომ უკვე სკოლის დამამთავრებელი ბანკეტების დროს თბილისისა და მისი შემოგარენის არცერთ რესტორანში ყველასთვის ნაცნობი მიზეზების გამო არ შეისვლება…


ზუსტად იმიტომ, რომ კლინიკებთან საქალწულე აპკის აღდგენის მსურველთა რიგები დგას (თუმცა, ეს ცალი მხრიდან თუ შევხედეთ, ერის “აპკთაყვანისმცემლობის” შედეგია, ითხოვენ და ეს უკვე მარკეტინგია – არის მოთხოვნა – არის მიწოდება)…


ახლა მიხვდით?


და მიპასუხეთ, არა, მე არა, უფრო საკუთარ თავს უპასუხეთ:

რა ჯობს, სახლში დაბუდებული შავგვრემანი და ეშხიანი “პატიოსანი ოჯახის შვილი”, რომელიც აგერ უკვე მერამდენე აბორტს კუსტარულად იკეთებს, თუ ლამაზი ქერა ქალი, რომელსაც სხვა არაფერი “დაუშავებია” გარდა იმისა, რომ ქერაა და თქვენ ვერ იკავებთ საკუთარ სურვილებს საკუთარ თავთან მიმართებაშივე?..

მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მეუღლეებს თქვენი მოხიბლვის უნარი ან სურვილი აღარ აქვთ, რადგან ძნელია, საკუთარ მეუღლეში თუნდაც არც ისე დიდი ხნის წინ ჩაგრიალებული ქორწილის ფოტოებზე იგივე ახალგაზრდა მამაკაცი ამოიცნონ, რომელიც ახლა “უმშვენებთ მხარს”…

ერთი სიტყვით, სწორედ თავად გჭირდებათ ჯერ საკუთარ თავთან, შემდეგ მეუღლეებთან და ბოლოს საზოგადოებასთან კოჰაბიტაცია.

გოგონებს რაც შეეხებათ, თუ რამის კეთება გინდათ, ნუ გერიდებათ, პირდაპირ და ღიად აკეთეთ, დამალვით უფრო მეტ ტყუილს და სიყალბეს წარმოშობთ…


მოკლედ, გოგონებო, ნუ აფუჭებთ “ბაზარს!” :)))


კოჰაბიტაციას “მიაწექით” ისევ :))))

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: