ქალბატონების სილამაზის ქერათმიანი “ჯადოქარი”


ჩემო ბლონდ და არა ბლონდ მეგობრებო, შეგვიძლია, აღვნიშნოთ…
 
წარმატებული ქერათმიანების რუბრიკას პირველი სტუმარი ჰყავს! 🙂
 
მაიკო გაგუა, 25 წლის, დაოჯახებული, 8 თვის პატარას დედა და უკვე ძალიან ცნობილი ბრენდის Coquette-ს ერთ-ერთი დიზაინერი.

მაიკოს პიროვნებამ გარდა თმის ფერისა, მისი საქმიანობის გამო დამაინტერესა. რა ხანია, ბრენდის ნამუშევრებს ვეცნობი, ძალიან მომწონს და ქართულ რეალობაში ერთ-ერთ წარმატებულად მივიჩნევ.

მაიკომ განათლება თეატრალურ უნივერსიტეტში სანახაობის მხატვრული გაფორმების  სპეციალობით მიიღო და, როგორც ამბობს,  ერთგვარად ეს მისი ამჟამინდელი საქმიანობის წამოწყების განმაპირობებელიც იყო.
 
ამბავი კი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, რაც მეგობართან ერთად სწორედ იმ საქმის კეთება განიზრახა, რაც მის პროფესიასთანაც ახლოს იყო და საყვარელ საქმიანობასაც წარმოადგენდა.
“ვარჩიეთ, შეგვექმნა ხელნაკეთი აქსესუარები ყველა ასაკის ქალბატონებისთვის, რასაც სტუდენტობის პერიოდში ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის ისედაც ვაკეთებდით. დავაარსეთ ბრენდი Coquette. თავიდან მხოლოდ პერსონალურ გამოფენებს ვაწყობდით, თუმცა უკვე 3 წელია, სავაჭრო ცენტრ GTC-ში ჩვენი ბრენდ მაღაზია გავხსენით, რომელიც ქართველ ქალბატონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენთან ყველა გემოვნების ქალბატონს შეუძლია, აქსესუარი მოიხდინოს, როგორც შავგვრემანს, ისე – ქერას. ზოგადად, შავგვრემანი ქალბატონები უფრო მუქ აქსესუარებს ირჩევენ, ქერები კი ღია ფერებს ანიჭებენ უპირატესობას”. – ამბობს მაიკო.
საერთოდ, შემოქმედებით საქმიანობასთან რაც უფრო ახლოსაა ადამიანი, მით უფრო ღრმავდება მისი ინტერესები. მაიკოს ერთი ჩემთვის ძალიან საინტერესო ჰობი აქვს – სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბუს გამოსახულებებსა და ამავე გამოსახულების მქონე ნივთებს აგროვებს.
 
და მერე კიდევ იტყვიან, რომ “блондинки дуры”! 😀
 
ცნობისთვის, ვინც არ იცის, ბუს სიბრძნის სიმბოლოდ მიიჩნევენ… 🙂 
 
პირადად ჩემთვის აღმოჩენა იყო, როდესაც პირველად მაიკოს ფოტო ვნახე და გაირკვა, რომ მუქი ქერა თმა, რომელიც ასე უხდება, სულაც არ ყოფილა შეღებილი.
 
ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთვის პირადად გამეცნო აქსესუარების და ქართველი ქალბატონების სილამაზის ჯადოქარი. 
 
მოკლედ, თქვენ წინაშეა აქსესუარების დიზაინერი, წარმატებული ქერათმიანი მაიკო გაგუა! 🙂
 
აქვე მაიკოსა და ზოგადად Coquette-ს ნამუშევრებს დაგიტოვებთ, მიოს ბლონდ ბლოგის რჩეულსა და რუბრიკის პირველ სტუმარ “ბლონდინკას” კი უზომო წარმატებას ვუსურვებ… ❤

because, Yes, We DO Can! 🙂
 
                      
 

   

 
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: