როგორ დაინგრა „ახალი ქართველი მორწმუნის“ მითი


Imageკიდევ ერთხელ გილოცავთ უფლის აღდგომას და აქვე გიორგობას :)))

არაჩვეულებრივი განწყობით დაგიბრუნდით და ვერ მოვითმინე, ეს ყველაფერი თქვენთვისაც არ გამეზიარებინა.

მოკლედ, ამბავი რაშია: აღდგომას ბოლნისის ეპარქიის ქეთევან დედოფლის სახელობის ცურტავის დედათა მონასტერში დავესწარი. არ დავმალავ და ბოლო დროს „ახალი ქართული მორწმუნის“ ტიპაჟის ჩამოყალიბებამ ჩემზე უარყოფითად იმოქმედა. მოდის გამო ტაძრების გავსებამ, დიეტის მიზნით მარხვის, ტაძარში ადგილების დაკავების და ბევრმა სხვა თემამ ისე შეცვალა ჩემი დამოკიდებულება, რომ წირვებზე სიარულს თავი დავანებე… 

 Image

ბოლოსდაბოლოს, არ მაინტერესებს უბნის ჭორები, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ლოცვად ვდგავარ. ცალკე ზურგსუკან ტუტუნით, ცალკე ყოველ გავლა-გამოვლაზე მხრის გარტყმით ისე მეშლებოდა ნერვები, დაფსიქოზებული მოვდიოდი ტაძრიდან და იქ მიბრუნების სურვილიც მიქრებოდა.


მაგრამ ისე მოხდა, ყველაფერი ისე აეწყო, რომ ღვთის ნებით და მადლით, აღდგომისთვის საზიარებლად მომზადებაც შევძელი და ცურტავის მონასტერშიც აღმოვჩნდი.


აღმოვჩნდი და სასიამოვნოდაც გავოცდი. 🙂
Image
ვინმე რიგითი უკაცრავად და  ჩვეულად გაბღენძილი სასულიერო პირის ნაცვლად, ლიტანია მამა გიორგიმ (თათურაშვილი) აღასრულა,  რომელსაც ამიერიდან ყველაზე სასურველ მოძღვრად ვაღიარებ! 🙂

ზუსტად იმ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რაც არსებულმა რეალობამ გამიჩინა, აღსარების თქმის სურვილიც კი გამქრალი მქონდა, სანამ მამა გიორგი არ ვნახე. ასეთი რამ ძალიან დიდი ხანია, არცერთ ტაძარში არ შემხვედრია, თუ შემხვედრია საერთოდ…

ძალიან თბილი, ჭკუადალაგებული, არაფანატიკოსი და გონებაგახსნილი ხალხი და უკეთილშობილესი, ძალიან გულისხმიერი მოძღვარი დამხვდა, მშვიდად, ტკბილად და ლამაზად ჩავილიტანიეთ, დილას წავიტრაპეზეთ და უბედნიერესი წამოვედი…
 Image


ერთი რამ კიდევ: მამაოს ულამაზესი ოჯახი და განსაკუთრებით პატარა მოუსვენარი თამარ-ქალი, რომელმაც იმის მიუხედავად, რომ ღამე ვნახე, ერთი დანახვით მომნუსხა…

 
წარმოუდგენელია, ანგარებისა და ფარისევლობის საუკუნეში ასეთი შვილები ისე, უბრალოდ გაზარდო და აღზარდო…

ბოლო დროს, როდესაც სიტყვა “მრევლს” ახსენებდნენ, უკაცრავად, მაგრამ გამომიმუშავდა, რომ მასში ავტომატურად რაღაცნაირი, სახეგაშეშებული და ერთნაირი ადამიანები მოიაზრებოდნენ. ცურტავის მონასტერში მამა გიორგის მრევლმა სულ “წამიხდინა” არსებული წარმოდგენა. ისეთი ცოცხალი, გემრიელი გულთბილი ადამიანები და გარემო დამხვდა, წამოსლვა აღარ მინდოდა. თვითონ მონასტერიც, გარემოც ისეთია, თითქოს, გაბამს და არ გიშვებს…

Image

კიდევ ერთი ამბავია: ჩვენი, როგორც თვითონ სულ ამახვილებს ყურადღებას, კახელი მამა გიორგი თავის დროზე ავიაციით ყოფილა გატაცებული. 
ახლა ამ სფეროში დასაქმებული ბევრი ახალგაზრდა სწორედ მამა გიორგის სულიერი შვილია და თავად ვნახე, როგორი სიყვარული და განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ.

ზოგადად ფანატიზმის სასტიკი წინააღმდეგი ვარ და ყველგან და ყველაფერში ვებრძვი. ერთხელ ჩემმა ერთმა მეგობარმა მამაოების ე.წ. დამხმარეები რომ არიან, ისინი “მამაოების მონებად” მოიხსენია და რომ დავფიქრდი, მართალი იყო.


მე აქაც გულწრფელი და საღი ურთიერთობა ვნახე მოძღვრისა და სულიერი შვილების და არა “მესიისა” და “მონების”, რომელთა გამო მართლმადიდებლობის საფუძვლებში გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისგან სარწმუნოება ბევრ კრიტიკას იღებს და ამ ყველაფრის ფონზე, არაა გასაკვირი.

 Image

დიდი ხანია, რაღაც კარგის კეთების სურვილი მღრღნიდა და უკვე ვიცი, ჩემს ჯერ კიდევ განუხორციელებელ ამ კონკრეტულ სურვილს საით მივმართავ! :)))))))))
 

                                           მონასტრის ეზო-გალავანი
Image
Image
 რაღაცნაირი ადგილია, შეაღებ კარს და გრძნობ, მთელი არსებით როგორ მშვიდდები…
 Image
პატარა, საყვარელი ტაძარია, მაგრამ ყველა კუთხე რაღაც სხვანაირ სითბოს ატარებს…
 Image
მამა გიორგი თავის საყვარელ სამყაროში – როგორც მფრინავებზე ამბობენ, ღმერთთან ახლოს 🙂
 Image
კიდევ ერთხელ ჩემი რჩეული პატარა თამარ-ქალი 🙂
სხვათა შორის, ისიც ქერაა და ჩვენი VIP სტუმარი ❤
 Image
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: