რატომ შეიძლება, ცნობილმა სახემ მეგობრებიდან ამოგშალოს, ანუ “კარუზოს” საიდუმლოებანი :)


კაი გამარჯობა თქვენი! 🙂

ა, ბატონო, დაგპირდით და გისრულებთ თხოვნას – მამაკაცების ერთ-ერთ სისუსტეზე ვილაპარაკოთ.

მეტად თუ ნაკლებად ამ თემასთან შეხება ყველას და ყოველდღიურად გვაქვს, არც მე გამოვამზეურებდი ამ ყველაფერს ასეთი ფორმით, მაგრამ ერთმა შემთხვევამ და თქვენმა თხოვნამ მიბიძგა…

გასულ ზაფხულს, კერძოდ, 14 ივნისს, ერთ-ერთ ზომიერად ცნობილ მომღერალთან, რომლის ვოკალურ მონაცემებზეც მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, ინტერვიუ ჩავწერე.

აღნიშნული სააგენტოს გვერდზე, სადაც მაშინ ვმუშაობდი, მეორე დღის ბოლოსთვის უნდა დადებულიყო.

მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია…

ინტერვიუს მსვლელობისას კითხვა ასეთი ფორმით დავსვი: “შენ, კლასიკასა და მოდერნს აერთიანებ, ხომ არ ფიქრობ, ბერასთან დუეტის ჩაწერაზე?”

საკმაოდ მოზომილი, თუმცა გასაგები შინაარსის პასუხი მივიღე, არ მიფიქრია, მაგრამ უარს არ ვიტყვიო.

ეეჰ, აფსუს ბერა!

მეორე დღეს ვებ-გვერდზე დადებამდე ინტერვიუ გადავუგზავნე, ნახე, რამის დამატება ხომ არ გინდა მეთქი… პატივი ვეცი, რა! 

რეკავს!

სადღაც სიღრმიდან ქალის მოგუდული ხმა მესმის…

“იცი, რა, მიო…”

მოდი, ბერაზე რაც ვთქვი, ის საერთოდ ამოიღე და ბოლოს სამთავრობო კონცერტზე ნიკა რურუასთან ერთად რომ ვიყავი, იქ ჩამიმატე, ქალბატონი მარინა ბერიძეც იყოთქო…

ვეუბნები, აქ მთავარი ის იყო, ბერასთან ერთად დუეტზე რაც თქვი და რაღა უნდა დავტოვო, შენი აზრით, “ქალბატონი მარინა” მეთქი?

და ისევ ქალის ხმა და ამის სასწრაფო პასუხი: არა, არა, ბერა საერთოდ ამოიღეო…

მოკლედ, კი გავბრაზდი, ჩანაწერიც არსებობს და რატომ არ უნდა დავწერო, ვინ შემედავება, თქვა ბოლოსდაბოლოს, თანაც ამ თემაზე ისე დიდხანს ილაპარაკა მეთქი, მაგრამ მისი შავი დღე რომ წარმოვიდგინე – “კაცის”, რომელსაც ცხადში თუ სიზმარში იდუმალი ქალის იდუმალი ხმა არ ასვენებს, შემეცოდა და ჩემდა სასირცხვილოდ დავწერე არაფრისმთქმელი ზღაპარი მხოლოდ მის სამომავლო გეგმებზე…

დაახლოებით ერთი კვირის წინ აქვე, ჩემს უბანში ძველი ნაცნობი შემხვდა და ცოტა ხნით, ასე ვთქვათ, მოსაკითხად პარკში ჩამოვსხედით. გავიხედე და ეს “კარუზოს მემკვიდრე” მოდის.

დამაკვირდა და შემიმჩნია.

წამოვდექი, მოვიკითხე, მომიკითხა და იმ დღეს გოგოები კლუბში მიდიოდნენ, ჟანა და ვიღაცები და იყავიო?.. – შევეშალე. 🙂

ღმერთმანი, კლუბებში საერთოდ არ დავდივარ…

არა მეთქი, – მოვახსენე და ვიფიქრე, მაინც ცნობილი სახეა, თან პირველი არაა, ვისაც სახეზე ვეშლები, თან რა ჩემი მამიდაშვილია მიცნოს, არ შევარცხვენ უცნობთანთქო და არა, მე არ ვყოფილვარ მეთქი, მივუგე. დავემშვიდობე, ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და წავიდა…

მეორე საღამოს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” შიდა დიალოგი გაიბა და აღმოჩნდა, რომ “მართლა შევეშალე”. ქსელს მიღმა იგრძობოდა, როგორ დაიძაბა, როცა მე “აღმოვჩნდი” – მისი სისუსტის მოწმე…

“კაი, კარგად”- ტექსტი და სადღაა ჩემი პატარა კარუზო! – მეგობრებიდან ამომშალა, ცუკერბერგმა, არაო. 🙂 

ნუ, რას ვიზამ, მე, უბრალო მოკვდავი!

გამეცინა… 🙂

ასე 3 დღის წინ (მოკლედ, აქვე, ჩემი სახლის მახლობლად ერთ-ერთ რესტორანში მღერის) სამსახურიდან მომავალი კიდევ ერთხელ გადამაწყდა.

მე მეგობართან ერთად კინოში მივდიოდი. ისეთი ვარ გამწარებული, დამაგვიანდა და სახლიდან ახალი გამოსული ისევ თმას ვისწორებ, ერთ ამბავში ვარ და მაგისთვის სულ არ მცხელა. სანამ მხარი არ გამისწორა, ვერც ვიცანი, ბნელოდა უკვე…

კი დავინახე, ქე რომ ვინცხა მოდიოდა, მე მომჩერებოდა, მაგრამ ჩემს სახლთან ვიყავი და მეზობელი მეგონა, ავიხედე, მიყურებდა, მერე ცხვირი ასწია და გველნაკბენივით ამარიდა სახე 🙂

გავიხედე და ისევ ჩემი პატარა კარუზო!

ისევ გამეცინა… 🙂

ახლა ვფიქრობ, ნეტა, რის უფრო რცხვენია 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: