რატომ არ უნდა იაროთ ტაძარში “ტაბურეტით”


Imageქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად აღსდგა!
უფლის აღდგომას გილოცავთ!
აქვე ერთ საჭირბოროტო ამბავს მინდა, შევეხო (ჩემთან ხომ სხვანაირად არ გამოვა :)), რასაც ტაძარში ყოველი შესვლისას ვაწყდები.
 
დარწმუნებული ვარ, ეკლესიაში შესულებს თქვენც შეგხვედრიან ადამიანები,  რომლებიც ღვთის სახლში ქცევის ელემენტარულ ნორმას ვერ იცავენ, იქნებ გაუღიზიანებიხართ კიდეც მათ ქცევას. პირადად ჩემზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს ის ფაქტი, როდესაც ლოცვის დროს ადამიანები ტაძარში აქეთ-იქით დადიან, სანთელი უკაცრავად და ქოლგასავით უჭირავთ და, ყველა სიკეთესთან ერთად, იმდენს და ისეთ ტონალობაში საუბრობენ, ლოცვის მოსმენა უბრალოდ შეუძლებელი ხდება. თუ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, 
ასეთი ადამიანები სხვა რომ არაფერი, მლოცველებს აბრკოლებენ.
 Image
კიდევ უფრო უარესი ამბავია, როდესაც ტაძარში სადმე კუთხეში განმარტოებულს ლოცვად მდგომს ვინმე მოგეჭრება და გიმტკიცებს, ეს ჩემი ადგილია და სხვაგან დადექიო, თანაც საკუთარი სკამითაა (!) ტაძარში მოსული.
 
თქვენი ნებართვით, ერთი რამ მინდა, მოგიყვეთ: ალბათ, ყველას გსმენიათ ნეტარი ავგუსტინეს შესახებ. მისი დედა წმ. მონიკა 331 წელს ჩრდ. აფრიკის პატარა ქალაქ ტაგასტაში დაიბადა, მართლმადიდებლურ ოჯახში იზრდებოდა, კარგი განათლებაც მიიღო. მოწიფულ ასაკს მიღწეული მონიკა მშობლებმა ტაგასტის მოქალაქე წარმართ ახალგაზრდა პატრიკზე დანიშნეს. ამ დროისთვის ქრისტიანობა ახლად იკიდებდა ფეხს, უმცირესობაში იყო და ქრისტიანის წარმართთან კავშირი სრულიად დასაშვები იყო. ასეთი შერეული ქორწინების თანმდევი უსიამოვნებებიც ხშირად ხდებოდა.
Image

მონიკა პატრიკზე ძირითადად პირადი გულისხმიერებით ზემოქმედებდა და მასში სიყვარულთან ერთად დიდ გაოცებასაც იწვევდა. ის მდუმარებით, მშვიდად, სიყვარულით ახერხებდა მეუღლის განსხვავებული აზრით გამოწვეული სიფიცხის ჩაქრობას. მონიკას ძალისხმევამ და ლოცვამ ნაყოფი გამოიღო. 

პატრიკი მივიდა ასეთ აზრამდე: რელიგია, რომელიც მიწიერ არსებას ქმნის ამგვარი სიყვარულის ღირსად, სიყვარულის ღირსი თავადაც უნდა იყოს. პატრიკი მოექცა.

წმინდა მონიკას სამი შვილი ჰყავდა: ავგუსტინე, ნავიგი და პერპეტუა. ეს უკანასკნელნი ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ავგუსტინემ წარმართული სკოლა დაამთავრა, რადგან მაშინ ქრისტიანული სკოლები არ არსებობდა. შემდგომში იგი ქალაქ მადავრში გადავიდა, სადაც, როგორც ისტორია გადმოგვემს, ზოგად მდგომარეობასა და სტუდენტებს აყოლილი, ცოდვის წუმპეში ღრმად ჩაეფლო. ის მწვალებლობამ, კერძოდ მანიქელობის ერესმა გაიტაცა და ცნობილი პროფესორიც გახდა. წმინდა მონიკა უფალს შვილის ხსნას განუწყვეტლივ ევედრებოდა.Image

მრავალმა წელმა განვლო და ავგუსტინემ შეიცნო ის აბსურდი, რასაც მწვალებლობა სთავაზობდა და ჭეშმარიტება, რომელიც მან ქრისტიანობაში პოვა. უდიდესი სიხარული განიცადა წმინდა მონიკამ, რადგან მან იხილა თავისი შვილი ცოდვებისგან თავისუფალი, მოქცეული, მონანული. უკვე შემდგომში იგი ღვთის სათნო საქმის უდიდესი მოღვაწე გახდა. ეს უკვე იყო ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი). წმინდა მონიკა აგუსტინესთან მილანში იყო ჩასული, როდესაც შვილის მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე შემობრუნების ეს სიხარული განიცადა. იგი უზომოდ ბედნიერი, მისიაშესრულებულის განცდით შვილებთან ერთად შინ ბრუნდებოდა ტაგასტაში, როდესაც გზად ოსტში ცხელებით გარდაიცვალა. მიუხედავად მისი ადრინდელი თავისი აღსასრულისთვის წინასწარი მზადებისა, აღარ წუხდა უცხო მხარეში განსვენებას. აი, რა უთხრა მან შვილებს: „ღვთისგან არსად არის შორი და ჩემთვის ზრუნვის საგანს არ წარმოადგენს, ქვეყნის დასასრულისას სად აღმადგენს მე იგი.“

 Image
რატომ მოგახსენეთ ეს ყველაფერი: არ მგონია, რომელიმე ჩვენგანი, ყველაფრის მიუხედავად, თავს წმინდანად თვლიდეს და თუკი წმინდა მონიკასთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად აღადგენდა მას უფალი, გაიაზრეთ, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ტაძრის რომელ კუთხეში იდგებით ლოცვის დროს?
ზურგსუკან განკითხვას, როგორც იტყვიან, პირისპირ მხილება ვარჩიე და როგორ მოგატყუოთ, საკუთარ თვალში დირეც ვეძებე.
ის სანთელი, მეგობრებო, თქვენ რომ დროშის ტარებივით გიჭირავთ, ძირს იღვენთება, გარდა იმისა, რომ ამის გამო სიწმინდეზე ფეხით დავდივართ, იმ ტაძარს რატომ არ უფრთხილდებით, თვით იმ იესომ რომ მოგცათ, ვის ხატზე მთხვევის მიზნითაც ნახევარ ტაძარს ლოცვის საშუალებას არ აძლევთ, გაივლით, გამოივლით და ადამიანებს აბრკოლებთ?
Image
ნუ იფიქრებთ, ვინმეზე რამით მეტი ხართ და ამიტომ სადაც და რა პირობებშიც მოინდომებთ, ყველამ ადგილი უნდა გაგითავისუფლოთ. იესომ ტაძარი მოგვცა, მაგრამ მასში ადგილები არ გადაუნაწილებია.
კიდევ ერთია: რატომ მოგიყევით წმინდა მონიკას ცხოვრების შესახებ? იმიტომ, რომ თუ საკუთარ თავებში ძალას გამონახავთ, მოთმინება და სიმშვიდე აუცილებლად გახდება იმის წინაპირობა, რომ საკუთარი მაგალითით სხვებსაც აჩვენოთ, როგორ უნდა მოიქცნენ სწორად. ჩვენ ხომ ისეთი ამპარტავნები ვართ, პრეტენზია გვაქვს ყველამ ჩვენგან უნდა ისწავლოს? :)) 
მოდი, დავძლიოთ ეს სენი და ერთმანეთს უფალთან მუსაიფში ხელს ნუ შევუშლით!..
Imageაქვე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლასაც მოგილოცავთ და იმედს ვიქონიებ, რომ ღვთის ნებით დიდხანს და ბევრჯერ მომიწევს ამის გაკეთება…
აღდგომას გილოცავთ!
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: