პირადი რჩევა მადამ კიწმარიშვილს


მიმდინარე წლის 15 მარტს საინფორმაციო პორტალმა Ambebi.ge-მ სტატია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, შპს “იმიჯ ცენტრის” ხელმძღვანელმა ია კიწმარიშვილმა 2012 წელს კონკურს “მის საქართველოს” ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სახელმწიფოსგან 200 000 ლარი მიიღო.

რამდენადაც აღნიშნული თემა მნიშვნელობას არ კარგავს და უპასუხო კითხვებიც კვლავ დარჩენილია, გადავწყვიტე, მადამ ია კიწმარიშვილს საკითხის გადაჭრაში დავეხმარო, თორემ პიარის და სარეკლამო მიმართულებაში აშკარად ისევე მოიკოჭლებენ, როგორც მათ მიერ საკონკურსოდ შერჩეული გოგონების უმრავლესობა…
 
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, კონკურსზე გამგზავრების წინ “ყველა სიახლესთან” ინტერვიუში 2012 წლის ქართველმა “მისმა” თამთა შედანიამ განაცხადა, რომ “მის მსოფლიოს” კონკურსისთვის საკუთარ ჩაცმულობაზეც კი თვითონ იზრუნა…
თუმცა…
 
“ახლახან არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” 2012 წლის კულტურულ ღონისძიებებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ია კიწმარიშვილის კუთვნილ კომპანიას, შპს “იმიჯ ცენტრს” 2012 წლის 31 აგვისტოს “მის საქართველოს” ორგანიზებისთვის 200.000 ლარი გამოეყო, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მოუხდა თამთა შედანიას “მის მსოფლიოს” კონკურსისთვის საჭირო ხარჯების საკუთარი თანხით ანაზღაურება”.- ნათქვამია სტატიაში.
თავად ია კიწმარიშვილი კი აცხადებს:
 
“მრავალი წელია, ამ კონკურსს ვატარებ და კულტურის სამინისტრო ფინანსურად შარშან პირველად დაგვეხმარა. ჩემი ორგანიზებით წელიწადში, სულ ცოტა, 7 საერთაშორისო კონკურსზე მიდიან ქართველი გოგონები და, საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის კარგ ამბად მიმაჩნია. არ ვიცი, რა მოხდება წელს “მის საქართველოზე”, მაგრამ კულტურის სამინისტროსთან, ბათუმის მერიასა და სხვა უწყებებთან წინასწარი მოლაპარაკებისას, სამწუხაროდ, კონკურსის დაფინანსებასა და მხარდაჭერაზე ყველამ უარი გვითხრა”.
ქალბატონო ია, მე მაქვს თქვენთვის შეთავაზება და მიკვირს, აქამდე რატომ არ გააკეთეთ ეს.
 
როგორც ჩანს, თქვენ მიიჩნევთ, რომ რამდენადაც “მის მსოფლიოზე” საქართველოს რჩეული მიდის, ხარჯები აუცილებლად სახელმწიფო ეშელონებიდან უნდა დაიფაროს.
 
მე, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე, რომელიც მათ შორისაა, ვისი ქვეყნის სახელითაც, წესით და რიგით, “მის საქართველო” საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას, გირჩევთ:
 
თუ აუცილებლად სახელმწიფოს ბაზაზე არსებული დაწესებულება გსურთ, აიღეთ და საზოგადოებრივ მაუწყებელს მოაწერინეთ ხელი თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, კერძო ტელეკომპანიებს რომ ამდენი თანხა არ (ბოდიში და) მიათხლიშოთ, მითუმეტეს, რომ მსგავსი გამოცდილება მაუწყებელს გააჩნია.
 
თანაც, თანხის განკარგვის შესახებ ინფორმაციაც სრულიად გამჭვირვალე იქნება.
 
ამასთან, მიხვდით, რომ ამ საკითხში კერძო კომპანიები ჩაერთვებიან, ოღონდ, თუ შეიძლება, ნორმალური სარეკლამო მენეჯერი აიყვანეთ და მერე აღარ გექნებათ საწუწუნო, რომ ქართული კომპანიები ეროვნული მნიშვნელობის პროექტებს არ აფინანსებენ.
 
პატივისცემით, მიო  🙂

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesi/73662-risthvis-chaurickhes-ia-kitsmarishvils-200-athasi-lari.html#ixzz2OY3JXWOU

Advertisements

One thought on “პირადი რჩევა მადამ კიწმარიშვილს

Add yours

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: