მხოლოდ საქართველოში: PR = პატრიარქს


Image„ხალხო, ნუ გამაგიჟეთ მართლა!

 
“ფეისბუქზე” “ღმერთო დაიფარე”, “გადაარჩინე” და პირდაპირი მიმართვა რა უბედურებაა, ლოცვა თუ გინდათ, თქვენთვის ემუსაიფეთ ღმერთს, მე რას მერჩით?
მერამდენედ უკვე, ხომ ხედავთ, არ ვაზიარებ?
 
ნახევარი საქართველოს დასანახად რომ არ დავვარდე ქადაგად, ისე ვერ ვილოცებ? კააარგი, რაააა!..
 
“ლაიქ” და “შეარ” გიშველით თქვენ? მეტი არაა ჩემი მტერი! ან მკითხეთ მაინც, თუ თხოვნის ფორმას არ აძლევთ ტექსტს, მითითება და კატეგორიული ტონი სახარების ნაწილია, უკაცრავად?
 
ისე, სახარება, ხომ იცით, რაცაა?.. 🙂
 
რწმენა ის არაა, რაც შეიძლება ბევრი ასეთი შინაარსის წერილი გზავნო და ფოტოები აზიარო, რწმენა ისაა, ამ მატრაბაზობის გარეშე  საკუთარ თავთან და სწორედ იმ ღმერთთან, დღეში 2000000000-ჯერ რომ ატრიალებთ საქვეყნოდ, მართალი რომ ხარ… რასაც ამ სისულელეებში დროს ხარჯავთ, ერთი დაუჯდომელი წაიკითხეთ გულით და თქვენც დაისვენებთ, მეც დამასვენებთ და ღმერთსაც!..”
Image
ეს პოსტი სოციალურ ქსელ Facebook.com-ზე რამდენიმე დღის წინ მედო. ზოგიერთმა მეგობარმა იქვე დატოვა კომენტარი, ზოგიერთმა პირადად მომწერა, ჩვენც მაგ აზრზე ვართო…
 
მოკლედ, დამღალეს ამ გაუთავებელი „ლაიქ-შეარებით.“ ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი აზრი გითხრათ…
 
ცოტა წარსულიდან დავიწყოთ…
 
წლის დასაწყისში ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობდი და ერთ მშვენიერ დღეს Facebook-ზე გვერდს გადავაწყდი, სადაც ე.წ. „ლაიქებს“ კონკრეტულ ფასად გვთავაზობდნენ.
 
ზოგადად, პიარი უშრეტი წყაროსავითაა, ბევრსაც გასცემს და ბევრსაც ითხოვს, თუმცა ერთია, ყველას თავისი მეთოდი აქვს და კონკრეტული კომპანიის საქმიანობაში მისი პიარ სტრატეგიაც ადვილად იკითხება, მაგრამ პირადად მე Facebook-ის “ლაიქებამდე” არასდროს Imageდავსულვარ. 🙂
 
არ მოგატყუებთ, სააგენტოს ხელმძღვანელი გადაირია, 200 ლაიქი შეუკვეთე, ვნახოთ, რას იზამსო. ნუ, კარგი 200 “ლაიქი” – 8 ლარი…
 
მოკლედ, ეს გავიარეთ, მაგრამ ცოტა ხანში ოფიციალურ გვერდზე სრულიად სხვა ადამიანი მწერს, რომ „ლაიქების“ მომატების საქმეში ყველაზე ძლიერია და რაკი სააგენტოც და გვერდიც ახალი დაფუძნებულია,  რაღაც სასწაულ მომსახურებას ძალიან დაბალ ფასად გვთავაზობს… დავიბარე და შევხვდით…
 
რა ხდება: როგორც აღმოჩდა, ქე რომ პირველ შეთხვევაში 200 „ლაიქი“ მოგვიმატა, იმის ჩათვლით ქართულ „ლაიქ-ბაზარს“ ერთი ჯგუფი „აკონტროლებს“. ყველა ფეისბუქ-კონკურსი მათ მიერ პირველი სამი ადგილისთვის შესაბამისი პრიზების მიღებით მთავრდება. ეს ყველაფერი კი, როგორც მან თავად მაჩვენა, სწორედ ისეთი გვერდების საშუალებით, რომლებიც ვერ დაითვლი, დღეში რამდენჯერ „იტროლებიან“, მოწონებას, გაზიარებას, გამოკითხვას და ათას სისულელეს გთხოვენ.
 Image
არ ვიცი, სასულიერო თემატიკით დატვირთული გვერდები  აღნიშნული „დაჯგუფების“ წევრებს რამდენად ეკუთვნით, მაგრამ ფაქტია, სწორედ მოწონებას და გაზიარებას ითხოვენ – იმავეს, რაც ამ ადამიანებს პირდაპირი მნიშვნელობით აწყობთ. 
 
ვიღაცისთვის იქნებ მისაღებიცაა, რომ სკოლის მოსწავლეები საკუთარი ჯიბის ფულს შოულობენ, მაგრამ რის ხარჯზე, ამას არ ვკითხულობთ. თანაც ეს მხოლოდ ჯიბის ფული არაა. პირადად ჩვენ ბარტერი შემოგვთავაზეს ეგვიპტეში ან თურქეთში 2 ადამიანზე, როგორია? 🙂
 Image
თანაც, როცა მითხრა, ბევრი მსხვილი ცნობილი კომპანია თანამშრომლობს ჩვენთანო და ეჭვით შევხედე, ისეთი ფაქტი დადო, გავჩუმდი. 🙂
 
პლუს ამას, ისიც შემომთავაზა, არაა პრობლემა, თუ გინდათ, „ლაიქ-კონკურსი“ წამოიწყეთ, პრიზს ჩვენ მოვიგებთ და თქვენ არაფერს გასცემთ, პირდაპირ ჩვენ გაგვისწორებთ ანგარიშს, ჩვენ კი შეღავათს გაგიწევთო. 
 
სამაგიეროდ ყოველდღე მე, თქვენ, ჩვენნაირებმა გაუმართავი ქართულით დაკომენტარებული ფოტოები, ტექსტები და ამ ადამიანების უგვანო „შემოქმედება“ უნდა „ვალაიქოთ“ და „ვაშეაროთ“ და რა გასაკვირია, თუ ქართველი ერის ბუნებიდან (ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს) გამომდინარე, განსაკუთრებით მგრძნობიარე სწორედ პატრიარქის, ტაძრების, ხატების, ე.წ. სასწაულების თემაა…
 
ისე, მეგობრებო, ფოტოზე დაფიქსირებული “სასწაულების” თემას რაც შეეხება, “ფოტოშოპი” სურვილის არსებობის შემთხვევაში, ყველასთვის ხელმისაწვდომია 🙂
 
მოკლედ, მე ჩემი მხრიდან გულწრფელად მოგახსენეთ და ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ როგორი „ფეისბუქ-მორწმუნე“ ხართ და ვინ მიიღებს ჩანასახშივე წაგებულ „ლაიქ-კონკურსებში“ მონაწილეობას.
 
არაფერს ვიტყოდი, მაგრამ პიარი “ცუდი სიტყვა” არაა და არც საქმეში უნდა გამოვლინდეს ცუდად, ყველა სამართლიანად უნდა მოვიქცეთ, თორემ დედა-ბაზარი ინტრიგნებს არ ჰპატიობს 😉
  Image
ღმერთს ებარებოდეთ… 🙂

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: