მე მინდა…


Image

უკვე რა ხანია, სოციალურ ქსელებში, ქალაქში, თუ ტელევიზიის საშუალებით ვიგებთ კიდევ ერთი, მორიგი გაჭირვებული ადამიანის შესახებ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და დახმარება, ხშირ შემთხვევაში კი სასწრაფოდ დახმარება სჭირდება.

სამწუხაროა, როცა ეს გესმის, თუმცა აქ არის ერთი “მაგრამ”…

კერძოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დახმარება მუდამ სჭირდებათ არა იმიტომ, რომ საკუთარი დაავადების შესახებ არ იცოდნენ, ან იმიტომ, რომ იცოდნენ, მაგრამ არ იმკურნალეს, არა: მათ ხშირ შემთხვევაში ამის თქმის უნარიც არ გააჩნიათ.

და იცით, რატომ?

იმიტომ, რომ მათ ამის საშუალებას დაავადება არ აძლევს .

მოკლედ, გადავწყვიტე, თქვენთვის იმ ადამიანებზე მომეყოლა, რომელთა შესახებაც დიდი ხანია, ინფორმაციას ვფლობ, ერთხელ სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე ვცადე კიდეც დახმარება, რამდენიმე კომპანიაც საქმიანად დაუდგა ამ წინადადებას გევრდით, მაგრამ ჩემი მაშინდელი ხელმძღვანელის უუნარობისა და ეგოიზმის გამო, სამწუხაროდ, არ გამოვიდა…

ყოფილი უფროსის არა, მაგრამ იმ კოპანიების შესახებ გეტყვით: ეს იყო City Pharma და მისი მარკეტინგის იმდროინდელი მენეჯერი დიტო მურღულია, McDonald’s და მისი PR მენეჯერი ეკა აბსანძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და პირადად თამარ ადორნელი, ასევე პირადად PR და მარკეტინგის სპეციალისტი ლალი კრიხელი, რომელიც მაშინ ერთ-ერთ კომპანიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დონეზე წარმოადგენდა, თუმცა რადგან დროის სიმცირის გამო კომპანიის ბიუჯეტში თანხის გაწერა შეუძლებელი იყო, საკუთარი სახსრებით შემოგვიერთდა, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დილის გადაცემის პროდიუსერი ლიკა, რომლის გვარიც ჩემდა ძააალიან სამწუხაროდ, ახლა ვეღარ გავიხსენე, მსახიობი დათო ბეკოშვილი…

თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ჩემს ყოფილ უფროსს ეგოიზმმა გასაქანი არ მისცა, ნერვებმა უმტყუნეს და ბავშვები სააღდგომოდ, როგორც იტყვიან, “მშრალზე დატოვა”…

ეს ყველაფერი გასული წლის ნააღდგომევს მოხდა, როდესაც  ცერებრალური დამბლის უმძიმესი ფორმით დაავადებული ბავშვების მშობელთა გაერთანება “მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის” თავმჯდომარე ქალბატონი ნანა ლეჟავა დამიკავშირდა და იმ საშინელი მდგომარეობის შესახებ მითხრა, რაც მათ თავს ხდება…

მანამდე ქალბატონმა ნანამ და პატარების დედებმა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მოიარეს ჯანდაცვის სამინისტროდან დაწყებული, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტით დამთავრებული, რომელსაც მაშინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კადრი (სულ არ ვიცი, საერთოდ არ მაინტერესებს,  როგორ მოხვდა იქ, ვისი სიით, ან რა სახით, ფაქტია, ვის წარმოადგენდა) ოთარ თოიძე ხელმძღვანელობდა.

რამდენადაც არსებობდა სამედიცინო დასკვნები, რომ ამ ბავშვებს კონკრეტული მედიკამენტები ესაჭიროებოდათ, მშობლებმა სახელმწიფოსგან მხოლოდ აღნიშნული წამლებით დაკმაყოფილება ითხოვეს.

პასუხი არ გაინტერესებთ?

ოთარ თოიძის სატელევიზიო კომენტარი პირადად მახსოვს, რომელიც საკუთარ სამედიცინო განათლებასა და სტაჟზე ბაქიბუქით დაიწყო და სადაც ამბობდა, რომ არავინ იცოდა, ეს წამლები როგორ იმოქმედებდა ბავშვებზე და ისე, ჰაერზე ხომ არ დავუნიშნავთო.

მამაცხონებულო, სამედიცინო დასკვნა არსებობს, რომელიც უშუალოდ ექიმმა გასცა, დიპლომი არსებობს აღნიშნული ექიმის, რომელიც იმავე სახელმწიფომ გასცა, რომლის მმართველ ძალასაც შენ წარმოადგენ და კიდევ არ გინდა, დაიჯერო?

არაო, “ჰავარიტ”, მე ვერ ვაგებ პასუხს, არ ვიცი, ამ ბავშვებს ეს წამლები სჭირდებათ თუ არაო. შე მართლა დილეტანტო, ქე რომ ნახავარსაათიანი ლექცია ჩამიტარე საკუთარ უნარებზე, ის ბავშვები იმავე სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან, რომლისაც შენ? თუ დასკვნა გჭირდება, ადექი და ეს დასკვნაც გაუკეთე, მე უნდა ვიზრუნო ამაზე?

ნორმალური და საღად მოაზროვნე (როგორც თვითონა ჰბრძანებენ) ადამიანი ასეთ სირეგვენეს არ იფიქრებს და თუ მაინც იფიქრა, იმდენი ჭკუა ეყოფა, რომ ხმამაღლა და თან ქვეყნის გასაგონად ტელეეკრანიდან არ მომახსენოს.

ცნობისთვის, ორგანიზაციაში გაერთიანებულია ცერებრალური დამბლის უმძიმესი ფორმით დაავადებული ბავშვების 60 დედა.

უკაცრავად, მაგრამ, ხალხო, ესენი არიან პატარები რომლებიც ვერ დადიან, ვერ ჯდებიან, თავს ვერ იკავებენ, საკვებს ვერ ღეჭავენ და არიან უსინათლოები.

კომპანიები, რომლებსაც ამ ბავშვების დახმარების ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, ხშირად უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ დახმარების შემთხვევაში, მათი “ქველმოქმედება” არ გაპიარდება… 

ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც პრემიერმა ივანიშვილმა ორგანიზაციას საახალწლოდ საკუთარი ხელფასი ჩაურიცხა.
  
პრობლემა რაშია: ეს პატარები ფსიქოტროპული მედიკამენტებით ცოცხლობენ. ნებისმიერი დახმარება, თუნდაც სულ მცირე, მათთვის დიდი ფუფუნებაა.

მინდა, ამ გაწამებული მშობლების მიმართვიდან ამონარიდი გაჩვენოთ, რამაც სულის სიღრმემდე შემძრა…

“მოგმართავთ ვედრებით, კარგი დედის გაზრდილო კარგო ვაჟკაცებო, გამოიჩინოთ გულისხმიერება და საყვარელი ადამიანების სახელით მადლი გასცეთ ამ პატარებზე. გწამდეთ რომ ამას საზოგადოებას აუცილებლად ვამცნობთ.

საინდეტიფიკაციო ნომერი:404897073 , Georgia ბანკი „ ქართუ“ კოდი CRTUGE22 ანგარიშის ნომერი: IBAN: GE97CR0000000004983608 პატივიცემით ნანა ლეჟავა საინდეტიფიკაციო ნომერი: 404897073 Geაorgia ბანკი „ ქართუ“ კოდი CRTUGE22 ანგარიშის ნომერი: IBAN: GE97CR0000000004983608 ბენეფიციარი მიმღები:”ა/ო “მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის”

პატივისცემით ა/ო “მზრუნველი შობლები ინვალიდი ბავშვებისათვის” თავმჯდომარე  ნანა ლეჟავა. ტელ: 555-565183 “

ვიფიქრე, მძიმე სანახავი არ იყოს ეს ყველაფერი მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მეჩვენებინა ფოტოები, სადაც ამ ბავშვების ყოველდღიური ტანჯვაა ასახული.

ჩვენ ყოველდღე ვზრუნავთ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე, მაგრამ ჩვენთან ერთად ერთ ქალაქში, ერთ დროსა და სივრცეში არსებობენ პატარა ანგელოზები, რომლებთან ყოფნაც გაგრძნობინებს, რომ ცხოვრება ღირს. ღირს არა ხოლოდ მათი მშობლებისთვის, რამდენადაც შვილებს რომ სჭირდებიან, ამიტომ უნდა იარსებონ, არამედ ჩვენთვის, განსაკუთრებით ჩვენთვის, ვისთვისაც სხვისი ჭირი ჯერ კიდევ ღობეს ჩხირი არ არის…

არადა, ისეთი თბილები, ისეთი ტკბილები, ისეთი კარგები არიან, ყველაფერი ესმით, გრძნობენ, ხედავენ, ხშირ შემთხვევაში უსინათლობის მიუხედავად… 

გაიაზრეთ, რომ როდესაც საკუთარ შვილებს, საბავშვო ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, ან სამსახურში აცილებთ, ზრუნავთ, ეფერებით, სამოსს ურჩევთ, უფრო ხშრად ბრენდს, საკვებს უმზადებთ და ხშრად განსაკუთრებით საკუთარ თავს უმეორებთ, რომ ისინი თქვენთვის ცხოვრების აზრნი არიან, ამ დროს ამ პატარების დედები იმაზე ლოცვაში ათენებენ და აღამებენ, მათი შვილები უწამლობის ან შიმშილის გამო არ გამოეცალოთ ხელიდან.

საშინლად ვერ ვიტან სიტყვა “მინდას”, მაგრამ ახლა…

მინდა, გთხოვოთ, ერთად დავამტკიცოთ, რომ სამართალიც არსებობს, თანაგრძნობაც, სიყვარულიც და ეს ყველაფერი ჩვენში ჯერ კიდევ არ გამქრალა და თუ კომპანიები “გატელევიზორების” გარეშე არ ქველმოქმედებენ, ჩვენ შევძლოთ ეს, ჩვენი მწირი სახსრებით, მაგრამ მთელი გულით და გულწრფელად… 

სიყვარულით მიო ❤

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: