ლადომ თქვა, ქერა ქალები ლამაზები და საყვარლები არიანო :)


მოგაკითხეთ… ^_^

ბლოგის პირველ პოსტში საქართველოში ქერათმიანთა პრობლემატიკაზე ვწერდი, იქვე ჩვენი ასე “სულელ თოჯინებად” შერაცხვისთვის ჰოლივუდსაც გავკარი კლანჭი.
მაგრამ საქართველოში ჰოლივუდზე მეტად ე.წ. “37,5 მანეთიანების” თაობის მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპის დანგრევა და გადალახვა გვიწევს. ანუ, ჩვენ კიდევ სხვა – ჩვენი ჭირი გვჭირს…
ერთი მხრივ, ეს თაობა შეიძლება, არც გაამტყუნო. ბოლოსდაბოლოს მასიურად ქერათმიანები სლავური წარმოშობის ქვეყნებში ნახეს, კარიც სწორედ ამ მიმართულებით, კერძოდ მოსკოვში და მათთვის კიდევ უფრო სასიხარულოდ 37,5 მანეთად გაიღო…
ეს ყველაფერი წარსულში დარჩებოდა, რომ არა თავად ამ თაობის მიერ ქერათმიანი ქალების შესახებ შვილებისთვის ლამის ტრადიციად გადაცემული თეორია.  სწორედ ჩვენი მამების თაობაზე ვსაუბრობ… ამიტომაც თანამედროვე ახალგაზრდა მამაკაცის ამ თემასთან დაკავშირებულმა აზრმა განსაკუთრებით დამაინტერესა და “საკბილოც” საუკეთესო შევარჩიე.
ლადო დონღვანი – მუსიკოსი, ადამიანი ორკესტრი, უბრალოდ ძალიან კარგი ბიჭი (^_^), რომელიც “მეგობრების ტრიოს” შემადგენლობაში პროექტ “ნიჭიერიდან” და ინტერნეტ სივრციდან განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ლადო საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას იმ ქვეყნის გარეთ ცდილობს, რომელსაც ყველაზე მეტად, ყველაზე გულით უმღერის და არ შემეკამათოთ, უბრალოდ მოუსმინეთ!
 თუმცა, “ზოგი ჭირი მარგებელიაო” და ლადოს – იმ თაობის წარმომადგენელს, რომელსაც საკუთარი მამებისგან “მემკვიდრეობა” წესის სრული დაცვით უნდა მიეღო, აზრი ვკითხე…
გულიდან გამახარა: “რატომაა საქართველოში ქერათმიან ქალებთან ასე თუ ისე ცუდი დამოკიდებულება? იმიტომ, რომ ყველას მოგვისმენია სიტყვები: გადაფრინდებოდი, იგულავებდი და გადმოფრინდებოდი. შეიძლება ესაა მიზეზი, რომ ქართველებისთვის ქერა ქალი მაინც მხოლოდ გართობასთან ასოცირდება.  პირადად ჩემთვის თმის ფერს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, ურთიერთობაში მთავარი ადამიანობაა, მაგრამ ერთიცაა: ჩემთვის ვიზუალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, გოგომ პირველი შთაბეჭილება ჩემზე გარეგნობით უნდა მოახდინოს, შემდეგ – ადამიანობით”.
პრინციპში, ლადო მართალია… რა მნიშვნელობა აქვს, რა ფერის თმასაა თვალი შეჩვეული? აქ საქმე ინდივიდუალიზმშია… ჯერ თვალი აფასებსო, ამბობენ და ასეცაა (ამან არ “დაგვღუპა” ჩვენც?), თუმცა ბოლოს ყველაფერი მაინც ადამიანის ბუნებამდე, მის პიროვნულ თვისებებამდე დადის… “ახლა უკრაინაში ვცხოვრობ და ჩემს სიახლოვეში გოგონების 99% ქერაა. განსხვავება აქ იმაშია, რომ მენტალიტეტიც ბევრად განსხვავებული აქვთ და გენეტიკაც – გინდა თუ არ გინდა, ძირითადად ქერათმიანები არიან. განსხვავებული დამოკიდებულება აქ სულაც არაა დაკავშირებული ქერა თმასთან… ასე რომ, “ბლონდინკებო”, ნუ აიძულებთ ბიჭებს, თქვენი თმის ფერს მიაქციონ ყურადღება, მთავარი ისაა, დაინახონ, ქერა თმის მიღმა როგორები ხართ”-გვირჩია ლადომ.

მეც ამას არ ვჩივი?

და კიდევ ერთი, ვისაც ერგება, იმან შეირგოს, ვისაც არა, მოდი, ლადოს დაუჯერეთ… 😉
ძალიან მინდა, ლადოს უდიდესი წარმატება და სამშობლოში მალე სულ დაბრუნება ვუსურვო.
რაც უნდა იყოს, დედისერთა ეგოისტი ვარ და ყველაფერი კარგი ჩემთვის მინდა… 🙂
სიყვარულით მიო ❤
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: