ევროპა, ჩეი@ვი ისთევლე? :/


Imageკიდევ უფრო დამძიმდა ემოციურად დღევანდელი დღე…

რას და, ამას ვერ წარმოვიდგენდი, ან ევროპამ შეიცვალა გემოვნება, ან რამე სხვაშია საქმე.
ძალიან ვწუხვარ, რომ სოფოს და ნოდიკოს არ გაუმართლათ, რადგან რაც 2013 წლის ევროვიზიის რეპერტუარს გავეცანი, იმდენად კარგები იყვნენ, მათი ალტერნატივა გულწრფელად ვერ დავინახე.
სამწუხარო აღმოჩნდა ჩვენთვის ის, რომ ამ კონკურსზე სიმღერა ფასდება და არა – ხმა, თორემ ბოლო დროს რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ სოფოსა და ნოდიკოს ცალ-ცალკე არაჩეულებრივი ვოკალი აქვთ, თუმცა ეს ორი ინდივიდუალური ხმა ერთად ასე ჰარმონიულად თუ იჟღერებდა, ვერ წარმოვიდგენდი…
 Image
ხშირად გვსმენია, რომ „ევროვიზია“ წმინდა წყლის პოლიტიკაა და ევროპის ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულება კონკურსის შედეგებზე სარკის ეფექტით აისახება.
როგორც ჩანს, ახლა ევროპას მაააგარი არ ვევასებით…
პრინციპში, მადლობა მეზობელ აზერბაიჯანს, რომ სააკაშვილის პწკენების მიუხედავად, ერთი მაღალი ქულა მაინც გვაღირსა. მადლობა, ასევე, მეზობელ სომხეთს, რომ მათი პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა არაა და კიდევ ერთ პწკენას გადავრჩით და რომ მეზობელ აზერბაიჯანს ტოლს არ უდებს, მადლობა ლიტვას უანგარობისთვის…
კი დავუბრუნეთ ჩვენც სამართლიანად ქულები, ლიტვას ხელისმოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ… 🙂
შენიშვნას რაც შეეხება: პატივცემულო საზოგადოებრივო მაუწყებელო, ან ჩემ მიერ თქვენთვის გადახდილი თანხა ჩამოიჭერით და დამიბრუნეთ, ან ეგ მეზღაპრე კაცი შეცვალეთ და კომენტატორად ვინმე ნორმალური დასვით.
 Image
მინიმუმ, ფერებს უნდა არჩევდეს, ყურში სმენა ჰქონდეს, თუ ვერ თარგმნის, დაოკდეს, საკუთარი აზრების გამოთქმისგან თავი შეიკავოს და საერთოდ, მიცვალებულის კუბოს წინ გამწარებული მეგრელი დედაკაცივით ზარს არ უნდა სცემდეს.
მე პირადად უკრაინა მომეწონა და საბერძნეთზე კარგად ვიხალისე, ძალიან პოზიტიურები იყვნენ 🙂
ასეა თუ ისე, ვულოცავ გამარჯვებულს…
როგორც ჩანს, ძალიან დაბერდა ევროპა, ბოლო ერთ წელში ზედმეტად დაყრუებულა…
Advertisements

One thought on “ევროპა, ჩეი@ვი ისთევლე? :/

Add yours

  1. ამ ბოლო დროს რაღაც აშკარათ სჩანს რომ ევროპელებს არ “ვევასებით”.
    ევროვიზიასაც რომ დავანებოთ თავი სხვა სფეროებშიც ისეთ არაადეკვატურ შეფასებებს აკეთებენ ეგეთ შეფასებებს ჩემი 86 წლის პაპაც არ გააკეთებს .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: