გამხელთ!


Imageარა და არა ძალადობას!

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით იმდენი ითქვა და დაიწერა, სანამ ერთანეთს დავჭამდეთ, ჩემი აზრი მინდა, გითხრათ.
იქიდან დავიწყოთ, რა და რატომ მოხდა:
ლგბტ-მ და მათმა მხარდამჭერებმა აქცია დააანონსეს, თავის დაზღვევისა და დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც წინასწარ ოფიციალურად მიმართეს და სისრულეში მოყვანაც სცადეს.ამავე დროს, სასულიერო პირებისა და მოქალაქეების მიერ აღნიშნული ფაქტის მიმართ საპროტესტო აქციაც დაანონსდა.
 რადგან ყველამ ყველაფერი უკვე ისედაც კარგად ვიცით, პირდაპირ საქმეზე გადავალ…
ჩემთვის პირადად ლგბტ ადამიანების ცხოვრების წესი სრულიად მიუღებელია. ვთვლი, რომ ამას პროპაგანდა არ უნდა გაეწიოს, მითუმეტეს, როცა ნათელია, რომ ეს არა უბრალოდ უწყინარი გამოსვლა, არამედ წმინდა წყლის პროვოკაციაა და არავინ მითხრას, რომ ჩემზე მეტად თვითონ უნდა ჩემი პოტენციური შვილებისთვის კარგი.
პლუს, მათი განზრახვა, წარმოედგინათ ფლეშ მობი, როგორც პიარის საშუალება, ქართულ კანონმდებლობას რეკლამის შესახებ ეწინააღმდეგება და იქნებოდა დარღვევა.
მეორე მხრივ, ჩემთვის ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. ერიც და ბერიც კიდევ ერთხელ წამოეგო პროვოკაციას, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, წამოგებაცაა და წამოგებაც.
ორი დღეა, ამ ამბით სოციალური მედია აფეთქდა და ჩემ თვალწინ იმდენმა მოსაზრებამ გაირბინა, ამდენი მანამდე რომ გვეფიქრა, სანამ ვინმეზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას მივმართავდით, დარწმუნებული ვარ, მომხდარს ავიცილებდით.
Image

არ და ვერ დავმალავ, რომ ყველაზე მეტად სასულიერო პირების საქციელმა გამაოგნა. იმ ადამიანების, რომლებიც წესით და რიგით, მშვიდობისმოყვარეობის ქადაგებას თავში თავად უნდა ჩასდგომოდნენ, თავად უნდა დაეცვათ საკუთარი მრევლი ამ ყველაფრისგან საკუთარი ქმედებით, მაგრამ მე სხვა რამ ვნახე.

ვნახე, როგორი გაშმაგებული ლანძღავს ქართველი ერი ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც პიდარასტების და ძმათა თუ დათა მათთა თუ კაცი ვერ გაარჩევს, ვის დაგეგმილზე, ერთი დიდი საერთო სახალხო ომი გამართეს.
ერთმა მხარემ, ლგბტ-თა უფლებებს ვიცავთ და თქვენ ვინ მიგდიხართ, უნდა გამოვიდნენ და იზასაონო, მეორემ – გათახსირებულებო, უნდა დაგხოცოთო…
მე გეტყვით, აბა:
არც პირველს ვეთანხმები, რადგან ეგენი თუ ეგეთები იბადებიან, მეც ასეთი ვარ დაბადებული და მათი ცხოვრების წესი ჩემთვის მიუღებელია, არ თანაგიგრძნობთ.
არც მეორეს ვეთანხები, რადგან ძალადობა და კიდევ უფრო დიდი უბედურება – ქრისტეს სახელით ძალადობა – თავად შემწყნარებელი ქრისტეს შეურაცხყოფა და გმობაა. ამიტომაც არც საწოლში ვუვარდები ვინმეს და არც ვურტყამ.

არავის მოუცია თქვენთვის ამის უფლება, ღმერთს – განსაკუთრებით… არც ეკლესია გაქვთ პრივატიზებული, არც უფალს მოუხდენია სეგმენტირება.
ხომ ხართ განათლებულები? ხომ გეამაყებათ რუსთაველი? ჰოდა, აბა, „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“… უფალს სურდა მათი არსებობა და თქვენ ვინ მოგცათ მათი განადგურების უფლება?
Image
მესმის, სისხლი დუღს, მაგრამ მაგ დუღილმა დაღუპა საქართველო ბევრჯერ და გეკითხებით, აქციის მონაწილე სასულიერო პირებო, თქვენ, ვინც იგინებოდით, ილანძღებოდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, საკუთარ სულიერ შვილებს ისედაც ადუღებული სისხლი უფრო აუდუღოთ და ძალადობისკენ უბიძგოთ თუ პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტა შთააგონოთ? სადაა აქ სული, ღმერთი და სარწმუნოება?
ბევრი ითქვა იმაზე, სად იყვნენ მამაოები აგვიტოს ომის დროს და როგორც სავარაუდო იყო, ლანძღვა-გინების კორიანტელიც მოჰყვა…  
არ ვიცი, კონკრეტულად ეს მამაოები სად იყვნენ, მაგრამ ომიდან პირველივე დღეებში მე ვნახე მღვდლები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მიცვალებულების გამოყვანის მიზეზით ყველაზე ცხელ წერტილებში შედიოდნენ, დაჭრილები საკუთარი მხრებით გამოჰყავდათ, თითქოს გარდაცვლილები იყვნენ და ბევრი ადამიანი სიკვდილს ასე გადაარჩინეს…
იმავე ომის დღეებში მე ვნახე ადამიანები, რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარ ოჯახებს უკანასკნელი თანხები მოაკლეს და იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების (პასუხისმგებლების) მსგავსად წითელ ხიდთან კი არ იდგნენ, საკუთარი მანქანებით ასევე სიცოცხლის ფასად უნიათო ხელისუფლების მიერ მიტოვებულ ჯარისკაცებს, ქართულ გენოფონდს, ტყეებში ეძებდნენ და ცოცხლები ჩამოჰყავდათ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ამ ადამიანთაგან გუშინ აქციაზე იყო და ჩვენი და ჩვენი შვილების უფლებებს იცავდა.
ვწუხვარ, ყველა და ჩემი სარწმუნოება ერთ ქვაბში რომ იხარშება, ობიექტურობა რომ დაიკარგა, ამიტომაცაა ბევრი ჭირი რომ გვჭირს. მაგრამ ძალადობით რომ უარესი მოხდა, ამაზე როგორ კამათობთ მაინც? ერში რომ პრობლემაა გასაგებია, მაგრამ ბერშიც რომ ამხელა უკიდურესობას აწყდები, საით გინდა, წახვიდე?Image

გაიაზრეთ, რომ არსებობს პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზები. ველურები ხართ? მარაზმია ეს ყველაფერი და კიდევ ერთი მოგონილი დაპირისპირება. 

თუ რამე არ მოგწონთ, მოითხოვეთ, საკანონმდებლო ორგანო თქვენი დაკომპლექტებულია და არჩევნებს, ვისაც არ გახსოვთ, უმრავლესობა იგებს, მოითხოვეთ, გაქვთ ამის უფლება და თუ არ იცით, კანონში ჩაიხედეთ, ნამეტანი ხშირად ხომ არ გავიწყდებათ მისი არსებობის შესახებ? მაგრამ რა მიკვირს იმის შემდეგ, როცა ქრისტეს სახელით ადამიანს ზიანს აყენებთ და სახარებაში არ იყურებით…
ღვთის გაჩენილს უმოწყალოდ რომ ურტყამთ, გაგერიდებათ და იქაც მისდევთ, ქრისტიანები ხართ კიდევ? პოლიცია რომ არა, ახლა წესის აგებით იქნებოდით დაკავებულები.
ვინმემ გითხრათ, ნუ აპროტესტებთო?
ფორმა მოძებნეთ, კანონიერი და სამართლიანი, თორემ თქვენი საქციელით იმ თქვენს ლგბტ-ს კაცმა არ იცის, რამდენმაგად გაზრდილი გრანტები უფეშქაშეთ, რასაც ისევ მსგავსად გამოიყენებენ და ახალ პროვოკაციაზე წამოგებას ეცდებიან, ეკლესია და მართლმადიდებლური ღირებულებები ფეხქვეშ გათელეთ, პატრიარქს, რომლის სიტყვებსაც ასე ხშრად იშველიებთ, ახალი თავის ტკივილი გაუჩინეთ, ზოგიერთების სასპეკულაციოდ ნაბოდვარი, რომ ქართველები ველურები არიან, დაამტკიცეთ, მე ახლა რომ დამჭირდეს, თქვენთან მომსვლელი ვარ?
ტრაგედია ის კი არაა, რომ ლგბტ ადამიანები არსებობენ ან ეს აპროტესტოთ, ტრაგედია ისაა, ძალადობის იქით სხვა გზა ვერ დაინახო და საკუთარი უმსგავსო საქციელის გამართლების მიზნით, უარესი შეცდომები დაუშვა, ვის ავნებთ ამით, წარმოდგენა მაინც არ გაქვთ?
თქვენი საქციელით ისევ ღვთის სახელი გააბითურეთ…
Image
მამაო მარტო მღვდელი არაა, მოძღვარია და თუ მღვდელი მოძღვრობს, ასეთი როგორ დამმოძღვრავს მე, ცოდვილს?
ეს ადამიანები(ლგბტ) ამჟამინდელი თუ არა, პოტენციური მრევლია და ტაძარში რომ მივიდნენ მოსანანიებლად, მამაომ თავ-პირი უნდა გაუერთიანოს? თუ მიუთითებთ, რომ უნდა „გამოსწორდნენ“, მონანიებულებმა რომ მოგაკითხონ, მართლები იქნებით ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, ღვთის წინაშე?
მე თუ მკითხავთ, სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარი განათლებისკენ უნდა მიიმართოს!
მოძღვარი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, თევდორე მღვდლის ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი ერთი სიცოცხლის ფასად ათასობით ქართველის სიცოცხლე გადაარჩინა, თქვენ, დიიიიდო სულიერნო მამანო, საკუთარი მრევლი კაცის კვლაზე წაიყვანეთ! პედიკებს ჯოხით და ტაბურეტებით კი არ უნდა დასდევდნენ, ჭკუა უნდა ეყოთ და უკვე მეათასხუთასედ აღარ შეცდნენ.
მამაოც ჩვეულებრივი მოკვდავია და არა სამოქალაქო იმუნიტეტის მატარებელი კლიშე.
ყველა ჩვენი ცხოვრებით და ქმედებით რაღაცას ვიმსახურებთ და ასეთმა სასულიერო პირმა ჩემი ნდობა როგორ უნდა დაიმსახუროს, აწი მაგისნაირთან მე აღსარებაზე მიმსვლელი ვარ ან ჩემს შვილს, ვიზეც ჩემგან დამოუკიდებლად ასე “ზრუნავენ” მაგას მივაკარებ?
საზიზღრობაა ლგბტ ადამიანების ცხოვრების წესი ჩემი გადასახედიდან და სასტიკი წინააღმდეგი ვარ, ჩემმა შვილებმა ასეთ და ამასთან შემგუებლურ გარემოში იცხოვრონ, მაგრამ არც ის მინდა, მოძალადე მამაოები ნახონ და მაგალითი მათგან აიღონ! ეკლესია წამხდარ გარემოში ჩემი და ჩემი შვილებისთვის სულის საცხოვნებლად არსებული ალტერნატივა და სავანე უნდა იყოს და ესენი უზრუველყოფენ ამას?
ქართველობა და კაცობა ეს არაა, ქართველ კაცს ყველაზე მეტად იმის ძალა ჰქონდა, დიდი მომხვდურის პირობებში მოწინააღმდეგისთვის ჭკუით ეჯობნა და ჭკუაში ამ 30-მა ლგბტ-მ უნდა აჯობოს?
ქართველი კაცი წაქცეულს, დაცემულს და სუსტს არ სცემდა…                        
ან იმ ჟურნალისტს, პოლიციელებს და სამარშრუტო ტაქსს რას ერჩოდით, იმ უბედურმა მძღოლმა საიდან გადაიხადოს?
ძალადობით უარესი ჰქენით!
ყველა სიკეთესთან ერთად ტყუილიც იკადრეთ, ჯერ კიდევ წინა საღამოს ლოცვისას კომენტარებს აკეთებდით, მშვიდობიანი აქციაა და ხელს არ ავწევთო, აწი სიტყვაზე რომ ვერ ენდობი საკუთარ სულიერ მამას, არაუშავს?
უფალი იყოს ჩვენი ყველას მფარველი და გონების განმანათლებელი, თორემ ჩვენით რაღაცების გარჩევა აშკარად გვიჭირს!
ახლა გნებავთ ერთმა მხარემ ჰომოფობი მეძახეთ, გნებავთ, მეორემ – პიდარასტების დამცველი, კანონი იმისთვის არსებობს, მეც დამიცვას, გენაც და კრაკადილიც! ცნობისთვის, 5 მაისს შეზღუდული უნარის მქონე ადამიანების დაცვის საერთაშორისო დღე იყო, გაგახსენდათ?
 
და თუ ეგოიზმი საშუალებას მოგცემთ, მიხვდით, რომ არ განგიკითხავთ, მე ერთსაც და მეორესაც მხოლოდ გამხელთ და გიდასტურებთ ამას და როგორც ჭეშმარიტმა მართლმადიდებლებმა, მიიღეთ სარწმუნოების შესაბამისად…
 
სიყვარულით და გულისტკივილით მიო…
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: