აიღეთ და ბარემ “კინტოურიც” ჩაურთეთ, ლგბტ ხალხია ბოლოსდაბოლოს!


Imageგამარჯობა, ქერათმიანების ბლოგის მეგობრებო 🙂

არ იფიქროთ, დამავიწყდით, უბრალოდ გადატვირთული გრაფიკი არ მაძლევს თქვენთან ხშირად შეხვედრის საშუალებას.
 
სრულიად სოციალური ქსელებისა და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დიდი ინტერესით ელოდება ხვალინდელ დღეს – 17 მაისს  ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ (აიდაჰო), რომელიც  ევროპის პარლამენტის, აგრეთვე ბელგიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, მექსიკის, ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთის, ლუქსემბურგისა და სხვა ქვეყნების მიერაა ოფიციალურადა  აღიარებული.
 
ცნობისთვის, 2004 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 17 მაისს სახელმწიფო და კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი, საგანმანათლებლო, უფლებადაცვითი და სხვა ორგანიზაციები  საინფორმაციო კამპანიაში ერთვებიან, რითაც ისინი  ფართო საზოგადოების ყურადღებას ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის პრობლემას მიაპყრობენ. Image
ვფიქრობდი, ქართულ რეალობაში, გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს დღე უხმაუროდ არ ჩაივლიდა, ვფიქრობდი და ეს განცდა კვლავ მაქვს.
 
ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ:
საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ვისთან და როგორ, რადგან ჩემთვის სამართლიანობა, თავისუფლება და თანასწორობაა უმთავრესი.
 
არ მაინტერესებს, ვინ ვისთან როდის და რა პირობებში, არ მაინტერესებს, რატომ, ვინ როგორი დაიბადა და ა.შ.
 
ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინე, რომ ამ ადამიანებს თვითდამკვიდრების პრობლემა აქვთ, მათი „სხვანაირობის“ გამო ერჩიან, ებრძვიან  და სუიციდსაც მიმართავენ.
 
ვინმემ იცის, არა ლგბტ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები რატომ მიმართავენ სუიციდს? ვინმემ დაითვალა? მე რომ ისეთი ადამიანის შესახებ ვიცი ვინც ე.წ. გეის მხრიდან ძალადობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, მერე ამის ნიადაგზე ერთი-ორი მოსცხო და 17 წლის ბიჭმა წლები ციხეში გაატარა, ამას რა პასუხს მოუძებნით? ან რომელიმე ლგბტ-ს წარმომადგენლის შესახებ მითხარით, ვინც სიცოცხლე ამ მიზეზის გამო თვითმკვლელობით დაასრულა და თუ ასეა, კაცია მუნჯაძის ამბის არ იყოს, მაი ამბავი ვინ მოყვა?
Image 
ისიც მოვისმინე, რომ ეს ადამიანები ასეთებად დაიბადნენ და ვერაფერი შეცვლით.
ახლა გეკითხებით, მეც რომ ისეთი დავიბადე, რომ ვერ ვიღებ, როცა ყველაფერი თავის ადგილას არაა, რა ვქნათ, ჩემი უფლებები დაცული არ უნდა იყოს?
 
ეს ჩემი უფლებაა და ამას ვერც ლგბტ წამართმევს და ვერც ვინმე სხვა, ეცდება? კანონთან მოუწევს ურთიერთობა.
 
ერთი რამე კი მართლა ვერ გამიგია: რატომ ღელავს ერი იმაზე, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები რას იზამენ? აძალებთ ვინმე რამეს? გამოიყენონ კანონით მინიჭებული უფლება და დაიცვან თავი!
 
ამ წუთებშიც დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ ერთგვარი აქცია მიმდინარეობს, რომელსაც მოქალაქეები და სასულიერო პირები ესწრებიან.
 
სოციალურ ქსელებში მიმდინარე აქციის ფოტოებიც გავრცელდა, სადაც ერთ-ერთ

ფოტოზე კაააი მოზრდილი “ბანეროზა” შეიმჩნევა წარწერით „ჰომოსექსუალიზმი ერის გენოციდია“.Image

 
გეკითხებით და მიპასუხეთ:
 
       1.      რის საფუძველზე ასკვნით?
       2.      გენოციდი თუ იცით, რას ნიშნავს?
       3.      ვინ მოიფიქრა ამის ხმამაღლა თქმა?
       4.      რა თანხითაა შეძენილი აღნიშნული „ბანეროზა?“
       5.      კერძოდ ვის ეუთვნის ამ შეკრების/აქციის იდეა?
       6.      რატომ ეწევით ლბგტ პირების პროპაგანდას?
 
დავიღალე იმის ყურებით, როგორ ახდენს ერთი მხარე პროვოცირებას და როგორ „ვარდება“ მეორე…
 
ცოტა მეტი იფიქრეთ, რა!
 
არც ისეთი რეგვენია ერი, როგორიც ორივე მხარეს წარმოგიდგენიათ და კიდევ კარგი, რომ ასე არაა!
 
იმედია, ხვალ კიდევ ერთ „გამიშვი და გაგიშობს“ არ შემასწრებთ.
 
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ აქციაზე მყოფმა საგურამოს წმიდა ილია მართლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ტარიელმა „გურია ნიუსთან“ კომენტარი გააკეთა.
ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა ჩაატარონ აქცია,მაგრამ, თუ ჩაატარებენ, ეს მათი პირადისაქმეა” – განაცხადა დეკანოზმატარიელმა.”
აქვე, ისიც დასძინა, რომ იქ სწორედ იმიტომ იყვნენ, რომ დაპირისპირება არ დაეშვათ.

მოკლედ, ყველამ თქვენს საცვლებს მიხედეთ, მე პირადად კანონის, თავისუფლებისა და თანასწორობის (დემოკრატიის საფუძვლები) მჯერა და ასე მივდივარ წინ.

 
ვისთვისაც ეს მიუღებელია, მე გამატარეთ!

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: