ამბობენ, წერისას პირველი ფრაზის დაწერა ყველაზე რთულიაო. მეც გამიჭირდა, განსაკუთრებით ახლა, როცა წლების შემდეგ ისევ გადავწყვიტე წერა და თანაც საჯაროდ. 🙂
Image
იმდენი თემა მიტრიალებს თავში, საიდან დამეწყო, არ ვიცოდი. ბოლოს გადავწყვიტე, უბრალოდ ჩემზე გიამბოთ.
მოკლედ, გახლავართ მიო გაზაშვილი, ოსური წარმოშობის „ბლონდინკა“, ჰიპერენერგიული, უფრო მხიარული, ვიდრე „არავის ვუყვარვარ ბლ…დ“ (100%), ხშირ შემთხვევაში ზედმეტად კომუნიკაბელური, კულტუროლოგია/საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების, პოლიტიკური ფილოსოფიის, PR და მარკეტინგის, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის, დიპლომირებული „მოღვაწე“, მიყვარს ქსოვა, ქარგვა, კერვა, ხატვა და ყველაფერი ლამაზი, ჯანმრთელი და ნამდვილი და გადასარევად ვაცხობ ოსურ ხაბიზგინას… 🙂
მესმის, ერთი ადამიანისთვის შეიძლება, ბევრია, მაგრამ მგონია, ღმერთი რაღაცის ნიჭს რომ გაძლევს, მისი არგანვითარება, სულ მცირე, უსამართლობაა. მყავს დედა, მამა და თუთიყუში, რომელსაც აგერ უკვე წელზე მეტია, რაც ფრინველად აღარავინ აღიქვამს და ოჯახში დიდად პატივცემული ბატონი ვიკის სტატუსით ყველაფერი ეპატიება. 🙂
მიყვარს ოსებზე ანეკდოტების „აკრეფა“, მერე ვდგავარ და თავად ოსებს ვუყვები. მაგრამ ყველაზე დიდი ანეკდოტი ისაა, რომ მაინცდამაინც მეგრელებს რომ ეხებათ, იმ შინაარსის ისტორიებს ვიმახსოვრებ ყველაზე კარგად. 🙂
 
ცნობისთვის, ორგანულად ვერ ვიტან სიყალბეს და დაუმთავრებელ ლაქუცს და ნააამეტანი კვაწარახივით მწარე ენა მაქვს…
 
კიდევ ერთი: ბავშვობაში დეიდამ „დამარიგა“(უყვარს), დედისერთები ეგოისტები არიანო და მას შემდეგ მაღიზიანებს ეს თემა. მე ხომ ვიცი, რომ ასე არაა, ამის გამო ბევრჯერ გულიც მტკენია, მაგრამ რატომღაც მირჩევნია, მე ვიყო ვინმეზე ნაწყენი, ვიდრე – პირიქით. შეიძლება იმიტომ, რომ არ ვიბოღმები და სამაგიეროს არ ვუხდი…:)20130728_125215[1]
 
თუმცა წმინდად ოსური ხასიათი მაქვს – ვითმენ, მაგრამ თუ ბევრი მოსდით, მერე ოოოო… (ვისაც არ გსმენიათ, ოსებზე ამბობენ: გაბრაზდა ოსი – გაწყვიტა ტროსიო).
რაც შეეხება ქერა თმას… 🙂
საკმაოდ ადრე გავქერავდი, თუმცა არც ბუნებრივად ვარ მთლად ნახშირივით. მერე ისევ გადავწყვიტე “თმა დავასვენო მეთქი” და გავმუქდი, მაგრამ მივხვდი, როცა ქერა არ ვარ, ვერ ვსუნთქავ.
მაგრამ ერთია: ეს ჩემთვის თვთგამოხატვის, თვითდამკვდრების ან ყურადების მიქცევის საშუალება არაა, უბრალოდ მიო ასეთია – ქერა, მაგრამ საქმიანი თავისი პირადი აზრითა და შეხედულებებით (როგორი გასაკვირიც უნდა იყოს 😀 ).
 
ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დავრწმუნდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მეცმევა, რას გავაკეთებ, რას ვიტყვი, სულ ერთია, მაინც ერთნაირი წარმატებით ვიქცევ ყურადღებას. მქონდა ერთი ეტაპი (ქე რომ გარდატეხის ასაკს ეძახიან), როდესაც თითქოს განვიცადე ეს ყველაფერი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მე ასეთი ვარ დაბადებული და „ვერარა ძალა ვერ შეიქმს სხვაგვარად“. 🙂
 
დიდი ხანია, იმ აზრსაც შევეგუე, რომ საქართველოში ქერა თუ ხარ, მაინცდამაინც „კისრამდე შაკრული“ კაბით არ დადიხარ და მთლად ვარესი – ცოტა სლავური აქცენტითაც საუბრობ, „დაღუპული“ ხარ! 😀
რამდენიც უნდა ამტკიცონ “ახალმა” ქართველმა მამაკაცებმა, ასე არაა და თმის ფერს მნიშველობა არ აქვსო, ქერა ქალებმა ყველაზე უკეთ ვიცით, ეს რას ნიშნავს.ჰოლივუდს, მონროს და რუსულ ჯიშს რა ვუთხარი, თორემ ამ კდემამოსილ და კოჭებიდან დემოკრატიულ საქართველოში თმის ფერის გამო ვინ განგასხვავებდა? მაგრამ აქ ხომ ყველა პატიოსანია (ქერების გარდა!). 🙂
 

ერთი სიტყვით, ჩვენ, ქერათმიანიან ქალებს ბევრი გვაქვს სათქმელი, რადგან არავისზე ნაკლებ წარმატებულები, არავისზე ნაკლებ „პატიოსნები“ და არავისზე ნაკლებ ჭკვიანები არ ვართ.

თავად ბლოგი, როგორც უკვე მიხვდით, მხოლოდ ქერათმიანი ქალბატონებისთვის არ არის განკუთვილი. 🙂 ბოლოსდაბოლოს, მეც “ბრუნეტკა” ვიყავი 🙂 
 
ზოგადად, მისი შექმნის იდეას რაც შეეხება, ერთ მშვენიერ დღეს (სულ რამდენიმე დღის წინ) ჩემმა “ფეისბუქელმა” მეგობარმა ციკლ „შუაღამის საუბრების“ დროს (ისეთი არაფერი, ქალური საჭორაო გვქონდა) მითხრა, ისეთი აზრები გაწუხებს, შენს ადგილას, დავწერდი, მოდი ბლოგი გააკეთე და წერეო.
 
როგორც ვამბობთ ხოლმე, „ავვარდი“ და ამიერიდან სიხარულით გელით მიოს „ბლონდ ბლოგზე“…
სიყვარულით მიო ❤
Advertisements

2 thoughts on “მე რაც შემეხება… :)

Add yours

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: